,,საუკეთესო პედაგოგიური
პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
23-25 დეკემბერი
2013 წელი ჩატარების ადგილი -ჩაქვში
,,ჩემი საყვარელი საგანი „
შესავალი
IX - X კლასები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
სწავლობს თემას: „მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“. ორივე კლასში ამ თემის დასრულების
შემდეგ მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ თემის შესახებ შეძენილი ცოდნის პრაქტიკასთან
დაკავშირება. მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლის
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სწავლების III, IV. V, VI, VII, VIII,IX, X, XI კლასებში მოსწავლეების გამოკითხვით ,,ჩემი საყვარელი
საგანი“ სასწავლო საგნების რეიტინგები დაგვედგინა.
ჩვენთვის საინტერესო იყო კითხვაზე რომელია შენი საყვარელი საგანი პასუხის გაცემა , რადგან გამოვკვეთეთ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ტენდენცია საგნების სწავლა/ სწავლების მიმართ. პროექტზე მუშაობის დროს
გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი სტანდარტების
მიხედვით: მათ. IX .11. მათ.IX.
13 . მათ.X.13.
მათ
X. 14. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად
საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება; მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული
ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით. მოსწალეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და
დასკვნების ჩამოყალიბება. პროექტზე მუშაობის ფარგლებში: მოსწავლეებმა გამოიყენეს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები; მოახდინეს საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ჩაატარეს კვლევითი
სამუშაო, ჩაატარეს დისკუსია.
მეთოდები და პროცესის
მოკლე აღწერა:
პროექტის განხორციელება დავიწყებთ წინარე ცოდნის
გამეორებით. გასამეორებელი საკითხები წარმოვადგინეთ საპრეზენტაციო პროგრამა Power Point –ში შესრულებული პრეზენტაციით თემაზე ,,სტატისტიკა“ .
მეცხრე კლასის მოსწავლეება იმუშავეს ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში იყო 5–6 მოსწავლე. წინასწარ შედგენილი ანკეტის მიხედვით გამოიკითხეს და შეაგროვეს მონაცემები:
I-ჯგუფმა
მესამე კლასებში; II ჯგუფმა –მეოთხე კლასებში;
III - ჯგუფმა მეხუთე კლასებში და V –ჯგუფმა
მეექვსე კლასებში .
მეათე კლასი ანალოგიურად დაიყო 5 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში 5–6 მოსწავლე; მათ შეაგროვეს მონაცემები:
I
ჯგუფმა მეშვიდე კლასებში, II –ჯგუფმა მერვე
კლასებში. III –ჯგუფმა IX კლასებში; IV ჯგუფმა X კლასებში და V ჯგუფმა XI კლასებში.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან მოსწავლეებმა
ამოიწერეს საგანთა ჩამონათვლი კლასების მიხედვით და შეადგინეს გამოკითხვის ანკეტები.
ჯგუფებმა
დამრიგებლებთან თანამშრომლობით ჩამოიარეს კლასებში დაურიგეს წინასწარ შედგენილ
ანკეტები მოსწავლეებს და მოსწავლეებმა შემოხაზაეს მათთვის საყვარელ საგანი. პარალელურად
გადაიღეს მუშაობის ამსახველი სურათები და ვიდეო.
გამოკითხვის შემდეგ მათემატიკის გაკვეთილზე ჯგუფებში დაამუშავეს მონაცემები
დაითვლეს მონაცემთა სიხშირე, ფარდობით სიხშირე და ფარდობითი სიხშირე პროცენტებში. შეადგინეს ცხრილები.
შემდეგ გადაინაცვლეეს
კომპიუტერულ კლასში და ელექტრონულად დაამუშავეს
მოპოვებული მონაცემები . ააგეს ცხრილები და სხვადასხვა სახის დიაგრამები. მოსწავლეებმა იმუშავეს :
Word, Ecxel, Power point–ის პროგრამებში. მუშაობის პროცესში კომუნიკაციის მიზნით გამოიყენეს
ელექტრონული ფოსტა, Facebook, Skype, Youtube. დაამზადეს ბუკლეტები. ციპრული აპარატის
და აიპადის გამოყენებით პარალელურად მოაგროვეს მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
მოსწავლეები მუშაობდნენ ოჯახშიც და შესრულებულ დავალებებს მიგზავნიდნენ ელექტრონული
ფოსტის გამოყენებით. ჯგუფებმა გაზრდილი მოტივაციით დამზადეს რეიტინგული ბუკლეტები: კლასებისათვის, საგნის
მასწავლებლებისათვის, კათედრებისათვის. საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ მოსწავლეებმა
გაკეთეს პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, დირექტორის
მოადგილე, კლასის დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები
და მშობლები. საკმაოდ დიდი იყო საზოგადოების
ინტერესი შედეგების მიმართ. პროექტი დასრულდა დისკუსიით, წინასწარ შედგენილი კითხვების
მიხედვით:
1.
ახლანდელი თაობა, რომელ საგანს ანიჭებს უპირატესობას და რატომ?
2.
თქვენ რომელი საგანი აირჩიეთ და რატომ?
3. რა ფაქტორები
ახდენს გავლენას საგნის სიყვარულზე?
4. რა უნდა გაკეთდეს
იმისათვის, რომ მოთხოვნა იმ საგნებზე , რომლებმაც დაბალი რეიტინგი აჩვენეს, გაიზარდოს?
5. არჩევანის
უფლება რომ, გქონდეს კიდევ რომელ საგანს აირჩევდით?
6. საინტერესო
იყო თუ არა პროექტი ჩვენთვის და გამოგვადგება თუ არა ის მომავალში?
7. თუ შეიტანდით
პროექტში რაიმე ცვლილებას?
8. ზოგადად როგორ
შეაფასებთ ჩვენს განხორციელებულ პროექტს?
მოსწავლეებმა
და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზრები,
თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სწავლა –სწავლების პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა
მოტივაციის გაზრდას და განვითარებას ასევე
სკოლის უფრო მეტად განვითარებას.
პროექტი დასრულდა სკოლის დირექციის, მასწავლებელთა შეფასებით. მოსწავლეთა თვითშეფასებით.
შედეგები
საპრეზენტაციო ფაილები, რეიტინგის ამსახველი ბუკლეტები, საპრეზენტაციო სლაიდები, მათემატიკის
კაბინეტისათვის სასწავლო რესურსები, პროექტის ელექტრონული რესურსები. ვიდეო.
დავამზადეთ პრეზენტაცია თემაზე
,, სტატისტიკა“, რომელსაც სასწავლო რესურსად გამოვიყენებ სხვა კლასებში ამ თემის შესწავლის
დროს. დავამზადეთ რეიტინგის ამსახველი ბუკლეტები პარალელური კლასების მიხედვით; ბუკლეტები
საგნიობრივი კათედრებისათვის; ბუკლეტები საგნის მასწავლებლისათვის; დავამზადეთ
4 ვიდეო სახელწოდებით :
1. მონაცემთა მოპოვება და დამუშავება;
2. შედეგების პრეზენტაცია ;
3. რეიტინგული ბუკლეტების პრეზენტაცია;
4. დისკუსია.
ოთხივე ვიდეო ატვირთულია youtube
პროექტმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში
„საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013“ პროექტი ატვირთულია ვებ–გვერდზე: http://www.pil-network.com/ კონკურსში
მონაწილეობისათვის პროექტმა მიიღო სერთიფიკატი,, საზოგადოების რჩეული“. საჩუქარი ნოკიას სმარტფონი.
გადაეცათ
დამრიგებლებს, საგნის მასწავლებლებს, კათედრის ხელმძღვანელებს რეიტინგული ბუკლეტები.
დასკვნა
მოსწავლეებმა
ორივე კლასში ძალიან საინტერესოდ იმუშავეს. მუშაობის პროცესში მათი მოტივაცია უფრო
და უფრო იზრდებოდა, მათგან კიდევ უფრო საინტერესო
წინადადებები და იდეები მოდიოდა. ისტ–ის გამოყენებით ჯგუფებმა ააგეს ცხრილები და
სხვადასხვა სახის დიაგრამები. ისინი მუშაობის დროს თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ისტ–ის მენეჯერთან. შეძინეს უნარ–ჩვევები, რომლებიც მომავალში ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ: პრობლემისადმი
კრიტიკულად მიდგომა, საკუთარი აზრის ეფექტურად ჩამოყალიბება, სხვისი აზრის გათვალისწინება, ეფექტური თანამშრომლობა, რაც ხელს შუწყობს მათ ჩამოყალიბებას
21-ე საუკუნის ღირსეულ მოქალაქეებად.
დისკუსიის
შედეგად დავრწმუნდით რომ პროექტმა დაგვანახა დადებითიც და უარყოფითიც, ვისაუბრეთ წარმატებებზეც
და პრობლემებზეც. საბოლოოდ გადავწყვიტეთ მომავალში გაგვეგრძელებინა მუშაობა დაბალი
რეიტინგული საგნების მოტივაციის ამაღლებაზე.
ამ მიზნით დავგეგმავთ ინტეგრირებულ
გაკვეთილებს საბუნენისმეტყველო საგნებთან, ექსკურსიებს, კვლევებს, საინტერესო ღონისძიებებს და აქტივობებს
სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლეების განვითარებისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
გ.გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი ,,მათემატიკა IX “ მათემატიკა ,,მათემატიკა X “ 2. ნინო
ჯამასპიშვილი ,,ინფორმაციულ– საკომუნიკაციო ტექნოლოგიები VI “ 3. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წ.წ.
,,საუკეთესო პედაგოგიური
პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
10 - 12 დეკემბერი 2014 წელი ჩატარების ადგილი -ბაზალეთი
ნატურალური რიცხვების სამყარო
შესავალი
V კლასი
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
მიხედვით
სწავლობს
თემას:
ნატურალური რიცხვები. თემის შესწავლის დროს იღრმავებენ ნატურალური რიცხვების
შესახებ მიღებულ ცოდნას: სწავლობენ მრავალნიშნა რიცხვების წერას და კითხვას; ეცნობიან
რომაულ და ანბანურ დამწერლობას; სწავლობენ მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე; მოქმედებათა
თვისებებს; თემის დასრულების შემდეგ გაჩნდა პროექტის იდეა: ,, ნატურალური რიცხვების
სამყარო“-სი. გადავწყვიტეთ
გვემოგზაურა ნატურალური რიცხვების სამყაროში: მოგვეძიებინა ისტორიული მასალა: როგორ
ისწავლა ადამიანმა თვლა; რიცხვების ჩაწერა; დამწერლობის სხვადასხვა სახეები; ნატურალური
რიცხვების საინტერესო თვისებები. ნატურალურ რიცხვებზე საინტერესო მაგალითების მოძიება, რომელთა გამოყენება ხელს უწყობს
ზეპირი და სწრაფი აზროვნების განვითარებას.
პროექტზე
მუშაობის
დროს
გაიღრმავეს
ცოდნა
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებული
შემდეგი
სტანდარტის
მიხედვით:
მათ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების
და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია.
პროექტის
განხორციელებით მოსწავლეებმა შეძლეს შემდეგი
გამჭოლი
კომპეტენციების
დაუფლება:
1. ციფრული
წიგნიერება
(იგივეა,
რაც
კომპიუტერული
წიგნიერება). გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების
გამოყენებას
სასწავლო
პროცესში,
რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური
მიდგომების
გამომუშავებას
მოსწავლეებში;
2. რაოდენობრივი
წიგნიერება.
რაოდენობრივი
წიგნიერება
არის
იმ
უნარ-ჩვევების
ერთობლიობა,
რომელთა
დაუფლება
მოსწავლეს
უადვილებს
რიცხვის
არსის
გააზრებას,
რაოდენობის
სხვადასხვა
ხერხით
გამოსახვას,
რიცხვებს
შორის
მიმართებების
გაგებას,
რაოდენობათა
შედარებას.
ეს
უნარ-ჩვევები
მოსწავლეს
სჭირდება
არა
მხოლოდ
მათემატიკის,
არამედ
სხვა
საგნების
შესასწავლადაც;
გარდა
ამ
ორი
კომპეტენციისა
ასევე
მოხდა
სწავლის
სწავლა
და სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების უნარების დაუფლებაც.
პროექტზე
მუშაობის
ფარგლებში:
მოსწავლეებმა
გამოიყენეს
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები; საგნობრივი ცოდნა გადაიტანეს
ცხოვრებაში;
ჩაატარეს
კვლევითი
სამუშაო,
პროექტის პრეზენტაცია.
მეთოდები და
პროცესის მოკლე
აღწერა
პროექტი
დავიწყეთ ნატურალური რიცხვებზე არსებული ცოდნის
გააქტიურებით. ნატურალური რიცხვების არსებობის აუცილებლობაზე დაკვირვებით: ვერ
აღმოვაჩინეთ ვერც ერთი დარგი, რომელიც ვითარედება ნატურალური რიცხვების გამოყენების
გარეშე. აღმოაჩინეს: რომ ყველა სასწავლო საგნი, რომელსაც ისინი სწავლობენ
იყენებს ნატურალურ რიცხვებს.
კლასი
დაიყო ხუთ ჯგუფად: თითოეულ ჯგუფში იყო 6 მოსწავლე.
პირველმა
ჯგუფმა იმუშავა და მოიძია მასალა, თუ როგორ დაიწყო ადამიანმა თვლა, თვლის რა ხერხებს
და მეთოდებს იყენებდნენ ადამიანები ძველად, და საერთოდ ადამიანის რა პრობლემებმა გამოიწვია თვლის აუცილებლობა. მათ მიერ მოძიებულ ისტორიულ
მასალაში დაწვრილებითაა აღწერილი ის სოციალური და ეკონომიკური პროცესები, რამაც აიძულა
ადამიანი დაეწყოთ თვლა. წარმოადგინეს უძველესი
რიცხვითი სისტემები და აღმოაჩინეს დღევანდელობასთან კავშირი.
მეორე
ჯგუფმა მოიძია მასალა, რიცხვების დამწერლობის აუცილებლობის შესახებ. რიცხვითი დამწერლობის რა ხერხებს იყენებდნენ ადამიანები
ძველად და ახლა. როგორ და რა მიზეზით იცვლებოდა ერთი დამწერლობა მეორეთი და როგორ მოაღწია
ჩვენამდე დღევანდელმა იმ დამწერლობამ, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იყენებს.
მესამე
ჯგუფმა და მეოთხე ჯგუფმა იმოგზაურეს ნატურალურალური
რიცხვების სამყაროში.
მესამე ჯგუფმა მოიძია ციფრების და რიცხვების საინტერესო თვისებები და თვისებიდან გამომდინარე მათი სახელწოდებები. მოსწავლეებმა
აღმოაჩინეს : ქვეყნად არაფერია რიცხვებზე საინტერესო. ყოველი რიცხვი განუმეორებელია, ამასთან თითოეულს
რაღაც საგულისხმო თვისებაც აქვს, ზოგიერთს - რამდენიმეც კი!
მეოთხე ჯგუფმა
- ნატურალური რიცხვების
წარმოშობის და
აუცილებლობის შესახებ
მოამზადა მასალა.
მათ წარმოადგინეს სახალისო მაგალითები ნატურალურ რიცხვებზე
მოქმედებების მარტივად
შესრულებაზე და
მოქმედებათა თვისებების პრაქტიკულად გამოყენებაზე.
მეხუთე
ჯგუფმა - გამოიკვლია, თუ როგორ იყენებენ ციფრებს
და ნატურალურ რიცხვებს საგნები, რომელსაც ისინი სწავლობენ. ნახეს, რომ რიცხვები და ციფრები გამოყენებულია ქართულში,
ბუნებისმცოდნეობაში, ისტორიაში, სპორტში, მუსიკაში და ხელოვნებაშიც.
გამოყენების ერთ ერთი მაგალითი წარმოადგინეს ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით
სათაურით:
,, ეს საოცარი რიცხვი შვიდი ".
·
თეთრი სინათლე შვიდი ფერისაგან: წითელის, ნარინჯისფერის, ყვითელის, მწვანის, ცისფერის,
ლურჯისა და იისფერისაგან შედგება.
·
ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას ზღაპარი (შვიდი ჯუჯას სახელები).
ადამიანის შვიდი ასაკი, სამყაროს შექმნის 7 დღე , კვირის შვიდი დღე, შვიდი ცა, შვიდი სათნოება, შვიდი კონტინენტი, შვიდჭიდის სახეობები დ ა ბოლოს მსოფლიოს შვიდი საოცრება:
• გიზას პირამიდები
• ბაბილონის დაკიდებული ბაღები
• როდოსის კოლოსი
• ფაროსის შუქურა
• ძევსის ქანდაკება
• ჰალიკარნასის მავზოლეუმი
• არტემიდეს ტაძარი.
მოხდა პროექტის წარდგენა - პრეზენტაცია კათედრისა და სკოლის დირექციის წინაშე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მშობლები და უფროს კლასელებიც.
შეფასებისას
გამოვიყენეთ: განმავითარებელი შეფასების რუბრიკები, ჯგუფური მუშაობის რუბრიკები, შემუშავებული მოსწავლეებთან ერთად.
შედეგები
ყველა ჯგუფმა მოამზადა საპრეზენტაცია
მასალა Microsoft
PowerPoint-ში :
·
როგორ ისწავლა ადამიანმა თვლა
·
რიცხვების ჩაწერა
·
რიცხვების სამყაროში
·
ნატურალური რიცხვები
·
ეს საოცარი რიცხვი ,, 7“
რომელსაც სასწავლო რესურსად გამოვიყენებ სხვა კლასებში საკითხის სწავლების დროს. დავამზადეთ ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით წიგნი, რომელშიც შევიტანეთ მოძიებული და სლაიდებზე მოთავსებული ინფორმაციები. მშობლების დახმარებით დავამზადეთ ფორმატები და თვალსაჩინოება, რომელის გამოყენებით მოსწავლეები ხალისით ისწავლიან მრავალნიშნა რიცხვების წერას და კითხვას. გადავიღეთ ვიდეო და ფოტო მასალა. მოვახდინეთ შედეგების პრეზენტაცია და შეფასება.
რომელსაც სასწავლო რესურსად გამოვიყენებ სხვა კლასებში საკითხის სწავლების დროს. დავამზადეთ ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით წიგნი, რომელშიც შევიტანეთ მოძიებული და სლაიდებზე მოთავსებული ინფორმაციები. მშობლების დახმარებით დავამზადეთ ფორმატები და თვალსაჩინოება, რომელის გამოყენებით მოსწავლეები ხალისით ისწავლიან მრავალნიშნა რიცხვების წერას და კითხვას. გადავიღეთ ვიდეო და ფოტო მასალა. მოვახდინეთ შედეგების პრეზენტაცია და შეფასება.
დასკვნა
მოსწავლეებმა
ძალიან
საინტერესოდ
იმუშავეს.
მუშაობის
პროცესში
მათი
მოტივაცია
უფრო
და
უფრო
იზრდებოდა, მათგან კიდევ უფრო საინტერესო წინადადებები და იდეები მოდიოდა. ისტ–ის გამოყენებამ ხელი შეუწყო ცოდნის კონსტრუირებას, კოლაბორაციასა და კლასგარეშე
სწავლებას.
პროექტი
ინოვაციურია,
რადგან
განოყენებულია
21– ე
საუკუნისათვის აუცილებელი სწავლების მეთოდები და აქტივობები. პროექტი ხელს უწყობს სკოლის სასწავლო პროცესის გაუჯობესებას და განვითარების
გზების
ძიებას.
პროექტის
განხორციელებისას
გამოყენებულია
ისტი
და
ციფრული
ტექნოლოგიები,
რაც
სწავლების
პროცესს საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
ისინი მუშაობის დროს თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ისტ–ის მენეჯერთან. შეძინეს უნარ–ჩვევები, რომლებიც
მომავალში
ყოველდღიურ
ცხოვრებაში
გამოადგებათ:
პრობლემისადმი
კრიტიკულად
მიდგომა,
საკუთარი
აზრის
ეფექტურად
ჩამოყალიბება,
სხვისი
აზრის
გათვალისწინება, ეფექტური თანამშრომლობა, რაც ხელს შუწყობს
მათ
ჩამოყალიბებას
21-ე
საუკუნის
ღირსეულ
მოქალაქეებად.
პროექტი
დასრულდა სკოლის დირექციის, მასწავლებელთა და მშობელთა
შეფასებებით.
მნიშვნელოვანი
იყო
უფროსკლასელთა
შეფასებებიც და
მოსწავლეთა
თვითშეფასებაც.
შეფასებისას
ვისაუბრეთ
წარმატებებზეც
და
პრობლემებზეც.
გადავწყვიტეთ
მომავალში
გავარძელოთ
წილადი
რიცხვების
წარმოშობის
ისტორიის
შესწავლაც.
აღსანიშნავია,
რომ პროექტის განხორციელებისას და შეფასებისას მაღალი იყო მშობელთა ჩართულობა. პროექტის
პრეზენტაციის შეფასებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის უფროსკლასელებმაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) თ. ბექაური ა. საგინაშვილი, სახელმძღვანელო ,,მათემატიკა
5“ თბილისი 2011
2) ავთანდილ ბენდუქიძე, მათემატიკა.
სერიოზული და სახალისო. თბილისი, 1988
3) М. ДЕПМАН
, ,,МИР ЧИСЕЛ“. ЛЕНИНГРАД, ,, ДЕТСКАЯ ЛИТЕРАТУРА“ 1982
მათემატიკის მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე
2012წ 16:00 – 19:00 მასტერკლასი: კომპიუტერული პროგრამა GeoGebra -ს გამოყენება
29
თებერვალი
(ოთხშაბათი) 2012წ
16:00 – 19:00
მასტერკლასი: კომპიუტერული პროგრამა Cabri 3D-ს გამოყენება
29 მარტი
(ხუთშაბათი) 2012წ
16:00 – 19:00
მასტერკლასი: კომპიუტერული პროგრამა Cabri 3D-ს გამოყენებანობა
ტრეინინგის
ანგარიში
ტრეინინგის დასახელება : ,, კომპიუტერული
პროგრამა Geogebra-ს გამოყენება მათემატიკაში.“
,,კომპიუტერული პროგრამა Gabri 3D –ს გამოყენება მათემატიკაში“. 2012 წლის 28 თებერვალი, 29 თებერვალი, 29 მარტი.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,
ტრენერი ზ. გიუნაშვილი.
ჩატარების ადგილი : თბილისის მასწავლებელთა სახლი.
ხანგრძლივობა : 3 სთ + 3 სთ + 3+ სთ.
ტრეინინგის მიზანი და
ამოცანები: ,, კომპიუტერული
პროგრამა Geogebra-ს გაცნობა, მისი მუშაობის პრინციპების გაგება და აღქმა. ,,კომპიუტერული
პროგრამა Gabri 3D“ –ს გაცნობა, მისი მუშაობის
პრინციპის გაგება და აღქმა.
რეზიუმე: ამ ტრეინინგზე გავეცანი : ,, კომპიუტერული პროგრამა
Geogebra-ს. ამ პროგრამის გადმოწერა შესაძლებელია GEogebra.org –იდან. გავეცანით მისი
მოხმარების და გადმოწერის წესებს. ინტერნეტში ამ პროგრამის ქართული ვერსიაც არის, რომლით
სარგებლობაც შეგვიძლია. მასტერკლასის ტრეინინგზე შევისწავლეთ მოცემული ფუნქციის პორმულებიტ
გამოსახვა. მაგალითისათვის Y = a*x^2+b*x+c ასეთი სახიტ გამოისახება პროგრამაში კვადრატული
ფუნქცია
Y = a x2 +b x +c.
ამ
პროგრამაში: + შეკრების ნიშანს ნიშნავს;
–
გამოკლებას;
*8 გამრავლებას;
/ გაყოფას;
^ ახარისხებას;
√
esq
შემდგომში განხილული იქნა ამოცანები :
1 ) მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედებს შორის
დიდესი ფართობის მქონე აღმოჩნდა კვადრატი.ეს ყველაფერი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით
ვაჩვენეთ;
2) მოცემული წერტილზე გამავალი სიბრტყე ავაგეთ;
3) დახრილი პრიზმის აგება;
4) სივრცული ფიგურის პირამიდის აგება;
5) სივრცული ფიგურის კონუსის აგება;
6) სივრცული ფიგურის ცილინდრის აგება;
7) ვისწავლეთ ∑ – ის მენიუში ბრძანებები : Sam - ჯამი;
Mean - საშუალო;
Count - რაოდენობა;
Max – მაქსიმუმი;
Min - მინიმუმი;
8) ავაგეთ პარაბოლა;
9 ) ნებისმიერი სივრცული ფიგურის
აგება.
ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება: მეტად საინტერესო
და კარგი პროგრამაა გეომეტრიული ფიგურებისა და სტერეომეტრიული ფიგურების წარმოსაჩენად
საგაკვეთილო პროცესში. დიდი სიამოვნებით მოვიხმარ საგაკვეთილო პროცესში ამ პროგრამას
ალგებრაში ფუნქციების აგების დროს და მათი ყოფაქცევის შესწავლის დროს. ასევე გეომეტრიაში
აგების ამოცანების ამოხსნის დროს. თუმცა, რომ შევქმენით რაიმე სასწავლო რესურსს ; მისი
გამოყენება იმ მომენტში არის შესაძლებელი; რადგან შენახვით არ ინახავს. ამიტომაც გართულდება
ამ პროგრამის გამოყენება ხშირად საგაკვეთილო
პროცესში.
26 აპრილი 2012
# 1 ექსპერიმენტული სკოლა მომავლის კლასი 3 სთ
ნინო
კაჟაშვილთან
ტრეინინგის
ანგარიში
ტრეინინგის დასახელება : ,, მომავლის კლასი.“
ჩატარების თარიღი: 2012 წლის 25 აპრილი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
ტრენერი– ნინო კაჟაშვილი
ჩატარების ადგილი : თბილისი. სსიპ # 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
ხანგრძლივობა : 3 სთ
ტრეინინგის მიზანი და ამოცანები: ,, ტრეინინგის მიზანია თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა / სწავლებისა
და ერთობლივი მუშაობის ხერხების და საშუალებების გაცნობა. Promethean – ის კომპანიის
ინოვაციის გაცნობა საგანმანათლებლო სფეროში. მომავლის კლასის სამუშაო კომპიუტერული პროგრამის
განხილვა და შეასაბანისად ზოგიერთი დავალებების შესრულება ამ პროგრამის გამოყენებით.
რეზიუმე: ამ ტრეინინგზე გავეცანი :
ინტერქატიური
დაფას Promethean ActivBoard.
· ეს არის დაფა უნივერსალური შესაძლებლობებით.
დაფის კონფიგურაცია
შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ მისი
მორგება კონკრეტულ საკლასო მოთხოვნებზე.
• ზოგადად ინტერაქტიურ დაფებს აქვს სხვადასხვა ზომები,
მიმაგრების სხვადასხვა ვარიანტები. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ინტერაქტიური დაფის
რომელ მოდელთან გვაქვს ურთიერთობა. საქართველოს სკოლებში გამოიყენება ორი ტიპის ინტერაქტიური დაფა:
Smartboard და Activboard . მათი ფუნქციონირების
პრინციპი თითქმის მსგავსია. ამ მოდულში განხილული იყო Activboard ტიპის ინტერაქტიურ
დაფაზე დაფუძნებული სასწავლო კლასი და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.
გავეცანით „დაფაზე სამუშაო კალამს“ Activpen–ს
მივიღეთ რჩევები
კალმის გამოყენებისას:
1. დაფაზე კურსორის გადასანაცვლებლად:
მსუბუქად უნდა შევახოთ „კალმის“ წვერი (Pen Nib) დაფას, გადავანაცვლოთ წვერი, კურსორი
მის კი მოძრაობას გაიმეორებს .
2. მაუსის მარცხენა ღილაკზე დაწკაპების
შესაბამისი ქმედებაა: „კალმის“ წვერი მყარად, მაგრამ სწრაფად დავაჭიროთ დაფაზე .
3. მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპების
შესაბამისი ქმედებაა: „კალმის“ გვერდით მხარეზე არსებულ ღილაკზე დააჭირეთ თითი.
4. მაუსის დახმარებით ობიექტის
გადანაცვლების შესაბამისი ქმედებაა: „კალამი“ დავაჭიროთ იმ ობიექტზე , რომლის გადანაცვლებაც
გსურთ, „კალმის წვერი“ არ ავიღოთ დაფიდან, გავასრიალოთ კალამი დაფის ზედაპირზე და ობიექტიც გამოგყვება
5. მაუსზე ორი მოკლე წკაპი იგივეა რაც „კალმის“
ორი მოკლე დაწკაპება დაფაზე.
გავარჩიეთ ActivExpression რომელიც წარმაოდგენს
უნივერსალურ სისტემას ინტერაქტიური ტესტირებისათვის.
ActivExpression -ით შესაძლებელია
მოვამზადოთ ტესტის პასუხების ვარიანტები მთლიანი წინადადებების ან ცალკეული სიმბოლოების
გამოყენებით.
•
ActivExpression
–ს აქვს საშუალება განვსაზღვროთ თითოული მოსწავლისათვის მისაღები და მოხერხებული სწავლების
ტემპი.
• ActivExpression აქვს მაღალი
გარჩევადობის თხევადკრისტალური ეკრანი , ასევე კლავიატურა QWERTY .
ActiVote საიმედო კონსტრუქცია, რომელიც ხმის
მიცემის საშუალებას გვაძლევს „დიახ“ ან „არა“ რეჟიმში.
ActivTablet საწერი გადასატანი
მოწყობილობა, რომლიც ამარტივებს გაკვეთილის დაგეგმის პროცესს, რადგან აქვს
ActivInspire ფუნქციონალური გამოყენების შესაძლებლობები.
ActiView იძლევა საშუალებას მოვახდინოთ ვიზუალური
პრეზენტაცია იმ ობიექტისა თუ დაბეჭდილი მასალის, რომელსაც განვათავსებთ სპეციალური
ნათურის ქვეშ. სწრაფად გარდაიქმნება ინტერაქტიული სწავლების მასალად მომავალში მათი
დემონსტრირების, რედაქტირებისა თუ უშალო გამოყენების მიზნით.
ActivSlateActivSlate – უკაბელო,
კომპაქტური, სრულად ინტეგრირებული გრაფიკული პლანშეტი, რომელსაც აქვს იგივე ფუნქციები,
რაც Activboard დაფას, მაგრამ მისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია
საკლასო ოთახის ნებისმიერ წერტილში, ეს კი მასწავლებელს საშუალებას აძლევს ინტერაქტიული
დაფის შესაძლებლობები გამოიყენოს მოსწავლის მერხთან ახლოს, მაგალითად, პროექტებზე ჯგუფური
მუშაობის დროს მხოლოდ ჯგუფის წევრებისათვის კონსულტაციების მისაცემად და დასახმარებლად.
პლანშეტს აქვს ასევე სამუშაო კალამი ActivPen. Activslate პატარა ზომისაა, მსუბუქი,
ამიტომ მისი გამოყენება ეფექტურია და მოხერხებული.
4. ActivTablet საწერი გადასატანი მოწყობილობა,
რომლიც ამარტივებს გაკვეთილის დაგეგმის პროცესს, რადგან აქვს ActivInspire ფუნქციონალური
გამოყენების შესაძლებლობები
5. ActiView ActiView იძლევა საშუალებას მოვახდინოთ
ვიზუალური პრეზენტაცია იმ ობიექტისა თუ დაბეჭდილი მასალის, რომელსაც განვათავსებთ სპეციალური
ნათურის ქვეშ. აღნიშნული მოწყობილობა ამარტივებს საჭირო ინფორმაციასთან წვდომის ხერხებს
და საშუალებებს. პროგრამა ActivInspire -ის დახმარებით მიღებული გრაფიკული თუ ვიდეო
მასალა სწრაფად გარდაიქმნება ინტერაქტიული სწავლების მასალად მომავალში მათი დემონსტრირების,
რედაქტირებისა თუ უშალო გამოყენების მიზნით.
6. ActivSlate ActivSlate – უკაბელო,
კომპაქტური, სრულად ინტეგრირებული გრაფიკული პლანშეტი, რომელსაც აქვს იგივე ფუნქციები,
რაც Activboard დაფას, მაგრამ მისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია
საკლასო ოთახის ნებისმიერ წერტილში, ეს კი მასწავლებელს საშუალებას აძლევს ინტერაქტიული
დაფის შესაძლებლობები გამოიყენოს მოსწავლის მერხთან ახლოს, მაგალითად, პროექტებზე ჯგუფური
მუშაობის დროს მხოლოდ ჯგუფის წევრებისათვის კონსულტაციების მისაცემად და დასახმარებლად.
პლანშეტს აქვს ასევე სამუშაო კალამი ActivPen. Activslate პატარა ზომისაა, მსუბუქი,
ამიტომ მისი გამოყენება ეფექტურია და მოხერხებული
6.ActivSound უნივერსალური და მაშტაბური შესაძლებლობების
მქონე მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე მასწავლებელთა
პროფესიული გარდაქმნას
მრავალფუნქციონალურ და მულტიმედიურ გარემოდ. უკაბელო მიკროფონები უზრუნველყოფს „სუფთა,
ხარისხიან “ ბგერებს, რაც მოსწავლეს ხმაზე კონცენტრირების კარგ საშუალებას აძლევს.
7.ActivSound უნივერსალური და მაშტაბური შესაძლებლობების
მქონე მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე მასწავლებელთა
პროფესიული
გარდაქმნას მრავალფუნქციონალურ
და მულტიმედიურ გარემოდ. უკაბელო მიკროფონები უზრუნველყოფს „სუფთა, ხარისხიან “ ბგერებს,
რაც მოსწავლეს ხმაზე კონცენტრირების კარგ საშუალებას აძლევს.
8. მიმთითებელი ActivWand ანალოგიურია
ActivPen დაფაზე სამუშაო კალმის. მისგან განსხვავდებით ActivWand-ის ქმედება ვრცელდება
დიდი რადიუსის ფარგლებში (0.5მ), ამიტომActivWand -ით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი
ასაკის მოსწავლეს
9.ნაკრები ActivArena ერთდროულად
ორ მომხმარებელს აძლევს საშუალებას იმუშაონ დაფაზე ActivPen-ით ან ActivWand–ით.
ვისწავლეთ რომ ჯერ უნდა ჩავრთოთ
დაფა შემდეგ კომპიუტერი და შევამოწმოთ ხომ არ არის ცდომილება „კალმის“ წვერსა და დაფაზე
კურსორის პოზიციას შორის. და გავასწოროთ.
პროგრამის გააქტიურების შემდეგ
ეკრანზე გამოჩნდება ინსტრუმენტების პანელი.
ინსტრუმენტების პანელიდან შევარჩიოთ
ინსტრუმენტი: creative a new flipchart - ახალი ფლიფჩარტის შექმნა(1), დავაწკაპოთ მასზე,
დავხუროთ ინსტრუმენტების პანელი და დავიწყოთ
ფლიპჩარტზე მუშაობა.
გავეცანით და გავარჩიეთ ინსტრუმენტების პანელი.
ასევე ინსტრუმენტების დამატებითი შესაძლებლობები განვიხილეთ.გავარჩიეთ მენიუ File;
მენიუ Insert; ვისწავლეთ წარწერის ან ობიექტის
დამალვა;ფოტო, აუდიო და ვიდეო ფაილის ჩამატება;ფლიფჩარტზე ახალი გვერდის ჩამატება:პრაქტიკული
დავალება . ჯადოსნური მელანი Magic
Ink– ის გაკეთება
1. გახსენით Resource Browser (Обозреватель
ресурсов )
ავირჩიეთ სასურველი სურათი ან ფოტო და გადმოვიტანეთ ფლიფჩარტზე
2. ფიგურების (Shape) ბიბლიოთეკაში
ავირჩიეთ მართკუთხედი და მოათავსეთ სურათის ზემოდან ისე, რომ სურათი მთლიანად დაიფარა
. მენიუში Object Browser მოვათავსეთ ფიგურა ზედა ფენაში Top Layer
3. მენიუში Object Browser დავბლოკეთ
სურათი და ფიგურა
4. ინსტრუმენტებში ავირჩიეთ
Magic Ink «Волшебные чернила». ხაზის სისქე მივუთითეთ 50 . ხელის აუღებლივ შემოვხაზეთ
წრე, შევამოწმეთ რომ წრე მთლიანად ყოფილიყო ამოვსებული.
5. ფიგურების ბიბლიოთეკაში ავირჩიეთ
წრე, მივუთითეთ გამჭირვალე . მოვათავსეთ წრე გვერდზეისე ,რომ დაემთხვეს Magic Ink მიერ
შემოხაზულ წრეს.
6. დავბრუნდით Object Browser და
გადავიტანეთ ახალი ობიექტი ზედა ფენაში .
7. მოვნიშნეთ ბოლოს შექმნილი ფიგურა.
გავაქტიურეთ Property Browser და შევცვალეთ ფიგურის კონტურის სისქე ისე, რომ არ გამოჩნდეს
Magic Ink –ით შემოხაზული საზღვრები.
8. დავუბრუნდით ფიგურების ბიბლიოთეკას
და ავირჩიეთ დიაგონალური ხაზი, ვეცადეთ ისე დავხაზეთ, რომ გამოგვივიდა გამადიდებელი შუშა. საჭიროების შემთხვევაშინ
Property Browser –ის საშუალებით შევცვალეთ ხაზის სისქე.
9. ბოლო სამი შექმნილი ობიექტი დავაჯგუფეთ.
10. გადავაადგილეთ გამადიდებელი შუშა
გვერდზე და დავინახეთ თუ რა იყო დამალული ფიგურის უკან.
ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება: ჩემთვის ძალიან
საინტერესო იყო ამ პროგრამაში მუშაობა. გამოვიყენებ გაკვეთილზე
და ჩავატარებ დიფერენცირებულ ინტერაქტიულ გაკვეთილებს. პროგრამა მომცემს
საშუალებას ტესტირების მოქნილი სისტემისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენებისას სწავლა/სწავლების პროცესში. მზად ვარ გამოცდილება
გავუზიარო ჩემს კოლეგებს.
.
მაისის ბოლო– ივნისის დასაწყისი 2012წ ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესში
კომპიუტერის მეორე დონე # 4 სკოლაში 39 სთ
ანგარიში
თარიღი
2.07 . 2012წ
1. ტრეინინგის
შესახებ:
·
ტრეინინგის
დასახელება: ინფორმაციულ – საკომუნიკაციოტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
·
ტრეინინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული
·
განვითარების
ეროვნული ცენტრი( განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
·
ტრეინინგის
ჩატარების ადგილი: სსიპ ქ რუსთავის #4 საჯარო სკოლა.
·
ტრეინინგის
ხანგრძლივობა:
კურსის სრული ხანგრძლივობა: 39 საათი.
13 შეხვედრა ( 3 საათიანი).
ტრეინინგ–კურსი მოიცავს 4 მოდულს.
2. მიზანი
და დღის წესრიგი:
მიზანი:
ტრეინინგ– კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის
ამაღლება ინფორმაციულ–საკომუნკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების
კუთხით, რაც ხელს შუწყოფს სასწავლო პროცესსი ისტ–ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
დღის
წესრიგი:
მოდული1. კურსის შესავალი დღე
I- 3 საათი.
·
კურსის
წარდგენა: მიზანი, შედეგი, განრიგი, შეფასება.
·
ისტ–ის
როლი და მიზანი სასწავლო პროცესსი.
·
სწავლა
–სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
·
მასწავლებლის
კომპეტენციების სტანდარტი ისტ–ში
·
სასწავლო
პროცესში ძირითადი ერთეულები და ისტ–ის გამოყენება
მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ–ის გამოყენებით.
დღე I. – 3 საათი. დღე II –3 საათი. დღე III –3 საათი. დღე IV – 3 საათი. დღე V –
3 საათი. დღე VI- 3 საათი.დღე VII –3 საათი.დღე VIII -3 საათი.
·
გაკვეთილის
ორგანიზების საფეხურები
·
სწავლების
სამფაზიანი მოდელი(ABC).
·
სწავლა
–სწავლების ეფექტური სტრატეგიები ისტ–ის გამოყენებით.
·
ტექნოლოგიებით
გამდიდრებული გაკვეთილების დაგეგმვა.
·
სასწავლო
მასალის /რესურსების მომზადება ისტ–ის საშუალებით.
·
სასწავლო
პრეზენტაციების მომზადება.
·
სიმულაციების,
აუდიო–ვიდეო სასუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში
·
სწავლის
შეფასება ისტ–ის გამოყენებით.
მოდული III.სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ–ის გამოყენებით.
დღე I –3 საათი. დღე II –3 საათი.
·
სასწავლო
პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
·
ეფექტური
სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები.
·
ისტ–ის
გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში.
·
სასწავლო
პროექტის შეფასება
მოდული IV. თვითსეფასება და პროფესიული განვითარება
ისტ–ის გამოყენებით.დღე I –3 საათი. დღე II –3 საათი.
მასწავლებლის პორტფოლიო
და ელექტრონული პორტფოლიო.
·
მასწავლებლის
პროფესიული განვითარება ისტ–ის გამოყენებით
კურსის შედეგი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე,
კონსტრუქტივისტული პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში.
შეძლებს:
·
ისტ–ის
გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
·
ისტ–ის
გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად( შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება
და სხვა);
·
სწავლა
–სწავლების წარმართვას ისტ–ით გამდიდრებული სასწავლო გარემოში.
·
მოსწავლეთა
შეფასების მეთოდების/ ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ–ის საშუალებით.
·
მოსწავლეთა მიერ ისტ–ის გამოყენების შეფასებას; შეძლებს ისტ–ის
გამოყენება მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის.
·
შეძლებს
მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებასა ისტ–ის გამოყენებით;
·
შეძლებს
ისტ–ის გამოყენებას პროფესიული განვითარების პროცესში.
·
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
·
ქმნის
პერსონალუღ ელ–პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
·
გაკვეთილის
გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით.
( მაგ, პრეზენტაცია,
ცხრილი, რუბრიკა/ შეფასების სქემა , ბლოგი, საიტი, და სხვა)
·
სასწავლო
პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით.
(მაგ. პრეზენტაცია,
ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა)
სერთიფიცირების
პირობები:
·
მინიმუმ
10 ტრეინინგ–დღეზე დასწრება;
·
მოდულის
დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმდგენა ელექტრონული ფორმატში.
·
კურსის
ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
3. ტრეინინგის
მსვლელობა:
წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრეინინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრეინინგის
თვითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ ჩვენი თავი.
ვუპასუხეთ მის კითხვას : როგორ ვიყენებდით ისტ–ს სასწავლო
პროცესში?
დავაფიქსირეთ ჩვენი მოლოდინი ამ ტრეინინგისაგან.
ტრეინინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშ
აობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრეინინგის მიზნები ,მისაღწევი
შედეგები, კომპიუტერთან მუსაობის ფორმები და წესები, ასევე საორგანიზაციო საკითხები
აქტივობები. ისაუბრა ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებზე.
კურსის შედეგი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე,
კონსტრუქტივისტული პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში.
შეძლებს:
·
ისტ–ის
გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
·
ისტ–ის
გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად( შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება
და სხვა);
·
სწავლა
–სწავლების წარმართვას ისტ–ით გამდიდრებული სასწავლო გარემოში.
·
მოსწავლეთა
შეფასების მეთოდების/ ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ–ის საშუალებით.
·
მოსწავლეთა მიერ ისტ–ის გამოყენების შეფასებას; შეძლებს ისტ–ის
გამოყენება მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის.
·
შეძლებს
მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებასა ისტ–ის გამოყენებით;
·
შეძლებს
ისტ–ის გამოყენებას პროფესიული განვითარების პროცესში.
·
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
·
ქმნის
პერსონალუღ ელ–პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
·
გაკვეთილის
გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით.
( მაგ, პრეზენტაცია,
ცხრილი, რუბრიკა/ შეფასების სქემა , ბლოგი, საიტი, და სხვა)
·
სასწავლო
პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით.
(მაგ. პრეზენტაცია,
ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა)
სერთიფიცირების
პირობები:
·
მინიმუმ
10 ტრეინინგ–დღეზე დასწრება;
·
მოდულის
დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმდგენა ელექტრონული ფორმატში.
კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
გავარჩიეთ და გავიმეორეთ WORD - ის პროგრამა. თექსტების აკრეფა ,დაპორმატება, ცხრილების შედგენა. განვიხილეთ
გაკვეთილის დაგეგმვის სამფაზიანი მოდელის მიხედვით გაკვეთილის ეტაპები. დავგეგმე გაკვეთილი
მეცხრე კლასში თემაზე,, ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედებში“ რომელის მოგვიანებით ავტვირთეთ Lemil.net.-ზე.
გავეცანით სწავლა –სწავლების რამდენიმე სტრატეგიას ისტ–ის
გამოყენებით: მაგ: ცნების რუკა, ვიცი–მინდა ვიცოდე –ვისწავლე, T -სქემა, მიზეზ –შედეგობრივი კავშირი.ვენის დიაგრამები.გაკვეთილის
დაგეგმვისას გავიარეთ მისი ყველა ფაზა დაწვრილებით:
გაკვეთილების ორგანიზების
ძირითადი საფეხურები.
დაგეგმვა
— მომზადება — წარმართვა —შ ეფასება
დაგეგმვა
სასურველია გაკვეთილი
ერთგვარ პროდუქტად წარმოვადგინოთ, რომელსაც გააჩნია სამიზნე ჯგუფი ( მოსწავლეების სახით)
, სასწავლო მიზანი, მისაღწევი შედეგები( ცოდნა , უნარ–ჩვევები, დამოკიდებულებები),
შინაარსობრივი და ტექნიკური რესურსები, განსაზღვრული დრო და ა.შ. დაგეგმვა გაკვეთილის
ყველა ამ ელემენტებს შორის რაციონალური კავსირის დამყარებას და ერთიან სტრუქტურაში
მოქცევას გულისხმობს.
მომზადება
გაკვეთილის მომზადება
გულისხმობს თვალსაჩინოებებისა და სხვა სასწავლო მასალების მომზადებას, რომლებმაც ხელი
უნდა შეუწყოს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობასა და წარმატებული შედეგების მიღწევას.
სასწავლო რესურსებში იგულისხმება:
·
საპრეზენტაციო
ფაილი ტექსტებითა და სურათებით;
·
დიაგრამები;
·
აუდიო
და ვიდეო ფაილები;
·
ნაბეჭდი
მასალები: ტექსტები, ფოტოები; ილუსტრაციები და სხვა;
·
შეფასებისათვის
საჭირო მასალები: ტექსტები, კითხვარები, რუბრუკები და სხვა;
·
სხვა
სახის რესურსი, რომლის მომზადებისათვის საჭიროა ისტ–ის გამოყენება.
წარმართვა
გაკვეთილის წარმართვისას
მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს იმ გეგმით, რომელიც მან მოამზადა; ასევე მასალებით,
რომლებიც მოიძია ან სექმნა მომზადების ეტაპზე. რასაკვირველია , პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს
დაგეგმილისაგან. ამ სემთხვევაში, შეფასეის დროს პედაგოგი უნდა დაფიქრდეს, უკეთესი თუ
არესი შედეგი მოიტანა რეალურმა გაკვეთილმა, რამ გამოიწვია გეგმიდან გადახვევა, რა უნდა
გაიტვალისწინოს მასწავლებელმა მომავალში.
შეფასება
გაკვეთილის ჩატარების
შემდეგ, სასურველია გაკეთდეს გაკვეთილის შეფასება.ამ მიზნით შესაძლოა , გამოყენებული
იქნეს რიგი სტრატეგიებისა და რესურსებისა, რომელებიც პროცესის თვალყურის დევნებისა
და ობიექტური შეფასების /თვითშეფასებისთვის გამოდგება( რუბრიკები, კითხვარები, გეგმის
დეტალური ანალიზი და სხვა).
გაკვეთილის სეფასების
მიზანია იმისდ დადგენა ,თუ რამდენად მივაღწია საგაკვეთილო პროცესმა თავდაპირველად დასახულ
მიზნებს. ტვითშეფასება ეხმარება მასწწავლებელს ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი
მხარეების გამოვლენაში, ასევე მომდევნო გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვაში.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
შეკითხვა თვითშეფასებისა დროს არის ის, რომ რამდენქად ეფექტურად იყო გამოყენებული ისტ–ი
მოსწავლეების მიერ?
სწავლების სამფაზიანი მოდელი
საწავლების სამფაზიანი
მოდელიგაკვეთილის სასწავლო პროექტის მსვლელობის ერთგვარი უნივერსალური ჩარჩოა. იგი
ეფექტური სასწავლო პროცესის ძირითად საფეხურებს
მოიცავს და მათ თანმიმდევრულ განხორციელებას გულისხმობს. სამფაზიანი მოდელის
საფეხურებია:
A: მოლოდინის
განსაზღვრა( გამოწვევა)
B: ცოდნის კონსტრუირება( შინაარსის რეალიზება)
C: გამთლიანება
(რეფლექსია)
მოლოდინის განსაზღვრა
( გამოწვევა)– (საფეხური
A)
სამფაზიანი მოდელის
პირველი ეთაპი მოცემულ საგანზე, მოვლენაზე ადრე მირებული ცოდნის ,,გამოწვევის“ ფაზა.
მოსწავლეები აქტიურად იხსენებენ იმას, რაც იციან ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ეს აქტივობა
უბუძგებთ მათ, გადახედონ საკუთარ ცოდნას და დაფიქრდნენ იმ საკითხზე , რომელსაც მალე
გამოიკვლევენ. ამ საწყისი ქმედებიტ ისინი საფუძველს უყრიან ,,პიროვნულ ცოდნას“, რომელსაც,
მომავალში ,შესაძლოა ახალი ცოდნა შეემატოს. გამოწვევის ფაზის ანუ გონებაში აღდგენის
მიძანია მოზარდის გააქტიურება, ინტერესის გაზრდა. ცოდნის კონსტრუირება/ შინაარსის რეალიზება
– ( საფეხური B)
მეორე ფაზის უპირველესი
ამოცანა დაწყებული საქმიანობისათვის ხელის შეწყობა და გონებაში,,გამოწვევის „ ფაზაში გაღვივებული ინტერესისა და იმპულსის შენარჩუნებაა.
მეორე უმთავრესი ამოცანა იმაში მდგომარეობს რომ მხარი ავუბათ მოსწავლეთა მცდელობას.
გააკონტროლონ საკუთარი აღქმის უნარი, როდესაც მოსწავლე საკუთარი აღქმის უნარს აკონტროლებს
,იგი ჩვეულებრივ, უკვე შემუშავებული სქემების მიხედვით ალაგებს ინფორმაციას. მოსწავლე
მიზანდასახულად აკავსირებს ახალსა და უკვე ცნობილ ინფორმაციას. მისაღწევი მიზნის ფარგლებში,
ამ ეტაპზე, ყოველმხრივ ეწყოფა ხელი ასათვისებელი შინაარსის შესახებ დისკუსიის წარმარტვას,
კრიტიკულ ანალიზს, თვალსაზრისთა შეპირისპირებასა და შეჯერებას.
გამთლიანება /რეფლექსია – (საფეხური C).
რეფლექსია ნიშნავს
საკუთარ ქმედებებზე ( ქცევაზე, აზროვნებაზე, გრძნობებზე) კონცენტრირებას და მათ გააზრებას,
რაც ხშირად მათზე ზემოქმედების წინაპირობაა. კარგია ,როცა მოსწავლე სვამს რეფლექსურ
კითხვებს : რა ვისწავლე? როგორ ვისწავლე ? რეფლექსიის სტადიის უმთავრესი მომენტი ისაა,
რომ მოსწავლისაგან მოელიან იმ თვალსაზრისისა თუ ინფორმაციის საკუთარი სითყვებიტ გამოხატვას,
რომელიც მას გზადაგზა ხვდება. ცნებათა ნაცნობ ლექსიკასტან მისადაგებით ახალი, ინდივიდუალური
შინაარსით დატვირთული კონსტრუქცია წარმოიქმნება. ამ ფაზის მეორე ამოცანაა მოსწავლეებს
შორის აზრთა ჯანსაღი გაცვლა–გამოცვლა ამის საფუძველზე მათი თვალსაზრისის გამომხატველი
ლექსიკის გამ,დიდრება.
სწავლების სამფაზიანი
მოდელის ძირითადი ამოცანები
საფეხურების მიხედვით
გამოწვევა
|
შინაარსის
რეალიზება
|
რეფლექსია
|
·
სასწავლო
მიზნისა შესაბამისი მოლოდინის განსაზღვრა
·
შინაარსთან
დაკავშირებული წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება.
·
წინარე
ცოდნის არაფორმალური შეფასება, არანაირი წარმოდგენების გამოკვეთა.
·
პოზიტიური
განწყობის შექმნა, ყურადღების კონცენტრირება. ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გაღვივება
|
·
სასწავლი
მასალის გაცნობა.
·
ინფორმაციიის
მოძიება– დამუშავება.
·
ახალი
ცოდნის კონსტრუირება.
·
ძირითადი
საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა.
·
გაკვეთილისადმი
პიროვნული კავშირების გამოკვეთა.
·
შეკითხვების
დასმა შინაარსთან დაკავშირებით.
·
მოლოდინების
გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება
|
·
ძირითადი
იდეების შეჯამება.
·
ჩამოყალიბებული
შეხედულებების გაზიარება.
·
პიროვნული
გამოხმაურება.
·
მიღებული
ცოდნის მნიშვნელობისა და სარგებლიანობის განსაზღვრა.
·
ცოდნის
გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება.
·
სასწავლო
პროცესში საკუთარი მონაწილეობის შეფასება.
|
გავეცანით საპრეზენტაციო პროგრამას: PowerPoint- გავარჩიეთ მისი ბრძანებები და გავაკეთეთ
საპრეზენტაციო ფაილი იგივე გაკვეთილთან დაკავსირებით , რომრლის ასევე ატვირთულია
Lemil.net-ზე.გავიღრმავეთ ცოდნა შეფასების პრინციპების და მიდგომების შესახებ. ვისწავლეთ
Eხsel-ში ცხრილების შედგენა და შეფასების ქულების განთავსება სასუალო სემესტრული ქულების
გამოყვანა. შედეგების წარმოდგენა დიაგრამების გამოყენებით. განვიილეთ სასწავლო პროექტი.
მისი დაგეგმვა და ეფექტური განხორციელების გზები.
ვისწავლეთ ელექტრონული
ფოსტის გამოყენება– ელექტრონული პორტფოლიოს შესაქმნელად.http://www.blogger.com/home?pli=1
შევადგინე
პროექტის გეგმა: ,,სასწავლო გარემო სასწავლო რესურია.“
და ავტვირთე ბლოგზე.
საბოლოოდ შევქმენი ჩემი ელექტრონული პორტფოლიო.
4. ტრეინინგის
მნიშვნელობის დასაბუთება: ტრეინინგზე შეძენილ ცოდნას სისტემატიურად გამოვიყენებ
სასწავლო პროცესში, გაკვეთილების დაგეგმვის დროს, პროექტების და კვლევების განხორციელების
დროს. დავამზადებ სლაიდ შოუებს, ვიდეო ფაილებს, შემაჯამებელი სამუშაოების
დავალებებს, შეფასების სქემებს და რუბრიკებს. აქტიურად გამოვიყენებ ისტ–ს
საგაკვეთილო პროცესში.
5. შეძენილ ცოდნას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.
მათემატიკის
მასწავლებელი : სოფიო ფოჩხიძე
თარიღი
2.07. 2012წ.
6 სექტემბერი (ხუთშაბათი)
11:00 – 13:00 მასტერკლასი
მათემატიკის მასწავლებლებსთვის: პროექტებზე დაფუძნებული
სწავლება მათემატიკაში
10 სექტემბერი (ორშაბათი) 2012 წ
11:00 – 14:00 მასტერკლასი
მათემატიკის მასწავლებლებისთვის: ამოცანების ამოხსნის
სტრატეგიები
მათემატიკაში
ანგარიში
ტრენინგის
დასახელება: მასტერკლასი
–,, ამოცანების ამოხსნის სტრატეგიები მათემატიკაში“.
ჩატარების თარიღი: 2012
წლის 10 სექტემბერი
ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი.
ტრენინგის
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი მასწავლებელთა სახლი
ტრენერი:
ზ. გიუნაშვილი
ტრენინგის
ხანგრძივობა: 3 საათი
ტრენინგის მიზანი და ამოცანები:
ამოცანების ამოხსნის სტრატეგიების და ხერხების გაცნობა.
მათემატიკის ამოცანების განხილვა და ამოხსნა.
რეზიუმე: მასტერ კლასზე განხილული იყო ამოცანები მათემატიკის
სახელმძღვანელოებში მოცემული თემების მიხედვით.
ამოვხსენით
ამოცანები შემდეგ თემებზე:
1. ფუნქციის უმცირესი/უდიდესი მნიშვნელობის მოძებნა.
ფუნქციის
უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების მოსაძებნად უნდა შევამოწმოთ მისი მნიშვნელობები
მონაკვეთის ბოლოებზე და კრიტიკულ წერტილებში
განვიხილეთ კვადრატული და ლოგარითმული
ფუნქციის მაგალითები.
2. ფუნქციის თვისებების დადგენა:
განვიხილეთ რაიმე შუალედზე
განსაზღვრული ფუნქციები და დავადგინეთ მისი თვისებები.
3.
მრავალწევრის ფესვების
შესახებ.
ვისაუბრეთ მრავალწევრის ფესვებზე.
განვიხილეთ ამოცანა.
4.
სტატისტიკური მახასიათებლებით
განსაზღვრული ფუნქციები
ასევე განვიხილეთ სტატისტიკური
მახასიათებლებით განსაზღვრული ფუნქციები ამოვხსენით ამოცანები.
5.
პარამეტრის შემცველი
განტოლება; ფესვის შემცველი განტოლება( ირაციონალური განტოლება)
6.
პროპორციები გეომეტრიაში.
სამკუთხედის მაგალითზე ამოვხსენით
ამოცანა პროპორციების გამოყენებით გეომეტრიაში.
აგრეთვე ამოვხსენით ამოცანები
შემდეგ თემებზე:
7.
კოორდინატების გამოყენება
გეომეტრიაში.
8.
სტერეომეტრია
განვიხილეთ ამოცანა პირამიდაზე.
9.
უდიდესი ფართობიი მოძებნაზე.
10. სტატისტიკა - მონაცემთა მახასიათებლები და მათი თვისებები.
11. კომბინატორიკა
12. ალბათობაზე ამოცანები.
13. გეომეტრიული ალბათობა
14. ორცვლადიანი უტოლობის ამონახსნების გამოსახვა სიბრტყეზე და
უდიდესი (უმცირესი) მნიშვნელობის მოძებნა
ტრენინგის მნიშვნელოვნების
დასაბუთება: ტრეინინგზე განხილული ამოცანების ამოხსნით
გავიღრმავე ცოდნა და მივიღე მეთოდური გამოცდილება. ტრენერმა ყველა ამოცანა თავისი
ამოხსნებით გადმოგვცა. რაც საშუალებას მომცემს ჩემს კოლეგებს გავუზიარო. ამ
ამოცანების გამოყენებით შემიძლია მსგავსი ამოცანები შევთავაზო ჩემს მოსწავლეებსაც.
მათი ამოხსნა საინტრესო იქნება მათემატიკის სწავლით დაინტერესებული
მოსწავლეებისათვის.
სსიპ ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე
15. IX. 2012წ.
პროფესიული გადამზადებისა
და პროფესიული ორიენტაციის ტრეინინგები
ინგლისური 15.09.2012 -დან 17.11.2012 -მდე
კომპიუტერი- საოფისე
პროგრამები 15.09.2012-დან 17.11.2012 მდე
ანგარიში
ტრენინგის დასახელება :- ისწავლე დღეს , დასაქმდი ხვალ
კომპიუტერული უნარ - ჩვევები
პროფესიული
გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის
ტრენინგები 2012
ტრენინგის ჩამტარებელი
ორგანიზაცია : - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო
განათლების განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენინგის ჩატარების ადგილი :-ქ.რუსთავის მე-
5 საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივიბა -
15-09 - 15-11
2012 წ. { 24 სთ }
მიზანი :
-საქართველოს
სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით,
რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას , ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი - საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული
პირები.
დღის წესრიგი : -
2 თვის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ , ოთხშაბათს და შაბათს
ტრენინგის დაწყების დრო - 18-00 სთ -
დან 19-30 - მდე ( 1სთ და 30 წთ. )
წარდგენა , ურთიერთ გაცნობა , ტრენინგის კურსის წარდგენა
. მიზანი , შედეგები , შეფასება
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი და მიზნები სასწავლო პროცესში
მასქავლებლის კონპეტენციები ისტ-ში ;
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები ისტ-ის გამოყენება
სასწავლო მასალის/რესურსების მომზადება ისტ-ის საშუალებით
სასწავლო საპრეზენტაციო ტეხნოლოგიების შესწავლა
მასწავლებლის პოთფოლიო და ელექტრონული პოთფოლიო
მასწავლებლის პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
ტრენინგის მიმდინარეობა
-
კურსი აგებული იყო აქტიური სწავლების ისეთ მეთოდებზე როგორიცაა -აქტიური ლექცია
სიმულიაცია,დემონსტრირება-მართული პრაქტიკა , დამოუკიდებელი
ვარჯიში და სხვა.
პროგრამული უზრუნველყოფა
-
ü Mikrosoft
Office2010
ü ინტერნეტ ბრაუზერი
ü Google ინსტრუმენტები, ელ-ფოსტა
ü დოკუმენტები,ბლოგი, საიტი, კალენდარი
ტრენინგის ძირითადი თემები
;
Ø ; იმეილი ;
Ø ექსელი :
Ø ინტერნეტი;
Ø კლავიატურა ;
Ø პერსონალური კომპიუტერი
Ø პოიერ- პოინტი ;
Ø ვინდოუსი ;
Ø ვორდი ;
ტრენინგის მნიშვნელობის
დასაბითება :-
ტრენინგი ძალიან საინტერეოდ იყო დაგეგმილი . ინტენსიური
და აქტიური სწავლების ფორმებით . მიმდინარეობდა ჯგუფური და ინდივიდუალური დავალების
შესრულების პროცესი.
ტრენინგის გავლის შემდეგ კარგად ვაცნობიერებ ისტ-ის
გამოყენების მნიშვნელობას სასწავლ პროცესში .შევძლებ მის გამოყენებას სასწავლო პროცესის
დასაგეგმად, სასაწავლო რესურსების მოსამზადებლად , სწავლა- სწავლების წარმართვას გამდიდრებულ სასწავლო გარემოში.
შევძლებ ისტ-ის
გამოყენებას მოსწავლეებთან , მშობლებთან და
კოლეგებთან კომუნიკაციისათვის .
შევძლებ მასწავლებელთა ელექტრონული პოითფოლიოს წარმოებას. რის გარეშეც წარმოუდგენელია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა თანამედროვე
საქმიანობაში.
კურსი რომ წარმატებით გავიარე , ამაზე მეტყველებს ჩემს მიერ საფინალო ტესტირებით
მოპოვებული , წარჩინების სერთიფიკატი .
ქ.რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი -
სოფიო ფოჩხიძე
24–25–26 –27 ნოემბერი
2012წწ
ეკა ხუციშვილთან 16 სთ ტრენინგი
სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის,
როგორ ვიმუშავოთ პედაგოგიურ
კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე, 16 საათი
ტრენინგის
ანგარიში
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო
პროექტებზე“
ჩამტარებელი
ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების
ადგილი : სსიპ ქ. რუსთავის №13 საჯარო სკოლა
ტრეინინგის
ხანგრძლივობა: 16 საათი
მიზანი:
პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება
ამოცანები:
v კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა, საკვლევი თემის
შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
v კვლევის პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიურის წარმოება;
v კვლევის მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა;
v მონაცემთა შეგროვება;
v მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე
დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
v მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში
დანერგვა;
v მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია;
v პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
v პროექტის შეფასება;
v კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის
სამუშაო გეგმის ნიმუშის სექმნა;
v სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი
მხარეების დადგენა;
v მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება;
რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
v სარეკომენდაციო ხასიათისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის
პორტფოლიოსათვის.
რეზიუმე
სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვისგანკუთვნილი ტრენინგი,,როგორ
ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“ მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
ტრენინგის მიზანი იყო, შეგვესწავლა კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა, საკვლევი
თემის შერჩევისა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;კვლევის პროცესის დოკუმენტირება -
კვლევის დღიურის წარმოება, მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა;მონაცემთა შეგროვება;მონაცემთა
ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;მოქმედების
სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების
პრეზენტაცია;პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;პროექტის შეფასება;კოლეგების თანამშრომლობის
ფორმების გაცნობა;
ტრენინგზე მსმენელთათვის ბევრი ახალი და საინტერესო
ინფორმაცია იყო წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია პედაგოგიური კვლევების ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა, საკვლევი თემის შერჩევა
და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება; ასევე, კვლევის მეთოდის შერჩვა და ექსპერტიზა;კვლევის
პროცესის დოკუმენტირება - კვლევის დღიურის წარმოება და მონაცემთა ანალიზი,მოპოვებული
ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
მეტად მნიშვნელოვანი იყო პროექტგაკვეთილის
დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების საკითხი. მომზდდა და წარმოდგენილ იქნა არაერთი
საინტერესო ინტერგრირებული პროექტგაკვეთილი,
რომლებიც სხვადასხვა საგანსა და ინტერესთა სფეროს მოიცავდა.
ტრენინგზე გავეცანით კოლეგებთან თანამშრომლობის
სხვადასხვა ფორმებს, შეიქმნა კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუში,ასევე, გავეცანით სამუშაოს
შეფასების ფორმებს, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს;
ტრენინგზე განხილულ იქნა მასწავლებლის
პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება. ტრენერისაგან მივიღეთ საინტერესო რეკომენდაციები
პორტფოლიოს წარმოების შესახებ, გავეცანით შესაბამის სქემებსა
და ცხრილებს.
ტრენინგის ყოველი მონაწილე შეძლებს, მიღებული
ცოდნა გაუზიაროს კოლეგებს საგნობრივი კათედრის სხდომაზე და მიღბული ცოდნა აქტიურად
გამოიყენოს სასწავლო პროცესსა და პედაგოგიურ პრაქტიკაში.
მნიშვნელობის
დასაბუთება; ტრეინინგზე მიღებული ცოდნა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ პედაგოგებს
დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ და განვახორციელოთ პედაგოგიური კვლევები და სასწავლო
პროექტები. კათედრებზე გავუზიაროთ კოლეგებს გამოცდილება. და რაც მთავარია ვისწავლოთ
მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა და აქტივობების
მოთავსებას .
სსიპ
ქ. რუსთავის # 5 საჯარო სკოლის
მათემატიკის
მასწავლებელი:
სოფიო ფოჩხიძე
26.11.2012წ.
დეკემბერი 2013 წ-
ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ინტეგრირება( 36 საათი)
ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის სახელწოდება - პროექტებით სწავლება ინფორმაციულ
- საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ინტეგრირება ( ინტელის ტრენინგ-კურსი
)
ტრენინგის ორგანიზატორები - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი
ტრენინგის ჩატაერბოს ადგილი - მე-5
საჯარო სკოლა ქ.რუსთავი
თარიღი - 2013 წლის ნოემბერ - დეკემბერი
ხანგრძლივობა -
36 საათი
პროექტის მიზნები
- პროექტული სწავლების მიზანია :
ü სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს
ცხოვრებისეულ კონტექსტს ;
ü მოსწავლეებს
განუვითარდეს მაღალი დონის სააზროვნო უნარები ;
ü გაზარდოს
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ;
ü მასწავლებელმა
შექმნას ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები ;
ü განსაზღვროს
მათი შექმნისათვის საჭირო სავარაუდო დრო ;
ü გამოიყენოს
ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის
შესაფასებლად ;
პროექტის აღწერილობა
:
Ø ტრენინგის შინაარსის გაცნობა ;
Ø პროექტის
გეგმის შაბლონის , პორთფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორთფოლიოების
Ø ნიმუშების
გაცნობა .პროექტების დაგეგმვისა და მათი სწავლებაში დანერგვის მიდგომის
Ø განხილვა
;
Ø პროექტების
გამოქვეყნება სხვებისათვის გასაზიარებლად ;
Ø ბლოგის
შექმნა და იდეების გაზიარება ;
Ø პროექტის
პორთფოლიოს შექმნა ;
Ø სტატიის
მომზადება დპროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა ;
Ø საპროექტო
იდეების გენერირება ;
Ø მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული
შეფასება ;
Ø სტანდარტების
შემუშავება პროექტისათვის ;
Ø სასწავლო
ამოცანების ჩამოყალიბება ;
Ø პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის შექმნა ;
ტრენინგის მნიშვნელობის
დასაბუთება :
კომპიუტერული
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ტრენინგის დროს შეძენილი ცოდნა
დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის , შემოქმედებითი
უნარების წახალისებაში , უკეთესი
სასწავლო შედეგების მიღწევაში .
სხვადასხვა
საგნის პედაგოგებთან კომუნიკაციაში , რაც ხელსშეუწყობს გამოცდილების
გაზიარებას .
ასევე , პროექტული
სწავლება საშუალებას მომცემს : მშობლებთან , ადგილობრივ
ხელისუფლებასთან და თემთან უშუალო ურთიერთობისა , საერთო
მიზნის მიღწევის საქმეში .
ქ.რუსთავის მე-5 საჯ.სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი : სოფიო ფოჩხიძე
05.01.2014 წ
ანგარიში
თარიღი--31 მარტი 2013 წელი
1. ტრენინგის შესახებ:
- ტრენინგის
დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
- ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
- ტრენინგის
ჩატარების ადგილი: სსიპ ----ქ.რუსთავი-#5 ----------------------
საჯარო სკოლა.
- ტრენინგის
ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
2.
მიზანი და დღის
წესრიგი:
- მიზანი: გავეცანი სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების
მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს.შვისწავლე ვიდეო - კლიპების
მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე
ვიდეოს განთავსება სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
- დღის
წესრიგი:
Ø წარდგენა, გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა -
20 წთ
Ø ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის
ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø ისტ
- ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი
და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთ
Ø რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა
Movie maker
- ში.
- 10წთ
Ø D - GP - IP - პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო -
კლიპი. - 45 წთ
Ø შესვენება - 20წთ
Ø ნასწავლი მასალის შეჯამება
- 10წთ
Ø ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
Ø პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
Ø შესრულებული დავალებების პრეზენატაცია,
ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 20 წთ.
Ø D
– GP –
IP - როგორ ხდება ვიდეო
- მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა - 30წთ
Ø გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ
შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?” - 10წთ
Ø ტრენინგის შეფასება - 10 წთ
3.
ტრენინგის
მსვლელობა:
- წარდგენა
და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედწარვადგინეთ
საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა ვუპასუხეთ ტრენერის მიერ
დასმულ 2 შეკითხვას ,,ჩატარებული
ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა
მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·
ტრენინგის
მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და
წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია:
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები
შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და
ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების
საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის
ფორმები და წესები, ასევე გვესაუბრა საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა).
ტრენინგის მონაწილეებს გვქონდა საშუალება დაგვესვათ ტრენერისთვის სასურველი და
მნიშვნელოვანი კითხვები
- ისტ-თი
გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი
თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე
და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით
გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები,
მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით
გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი
არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ
აღქმაში და გაგებაში.
·
რა
ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა
პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“,
ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს
ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·
D
- GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო
- კლიპი.
ტრენერმა განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების
Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად
მოყვება. Windows 7 - ის
ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და
გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro
Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება.
ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie
maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც
ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა
ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების
დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და
დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად
თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე.
ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
- შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
- ნასწავლი
მასალის შეჯამება: შესვენების მერე
პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის
გამეორება - შეჯამება
- ვიდეო -
კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში,
რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს
მოგვეთავსებინა ჩვენს საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა
კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო
ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა და გვითხრა, რომ სავარჯიშო
ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა ამითაც.
- პრაქტიკული
ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი
მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე
შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ
მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა,
მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
- D – GP
– IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების
გაცნობა: ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში
დაბლოკილია ვიდეო - ფაილების საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო
პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება
აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ
დასმულ ყველა შეკითხვას.
- შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის
უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის
მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო
შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
- დებრიფინგი
“რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?”
ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა
ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა
ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
- ტრენინგის
შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა
მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა,
იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს
საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის.
აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მატთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით
სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი
იქნება.
4.
ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება:
აღნიშნული
ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა
Movie Maker და
მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი
იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად
გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს
გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და
დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს
შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და
დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
5.
ტრენინგის
შემდეგ:
ტრენინგის
შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან
დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის
შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში.
სოფიო
ფოჩხიძე
13 და 20 აპრილი
10 სთ.2013წწშ
თვითშეფასება და
კოლეგების შეფასება
ანუკი ნარიმანიძესთან.
ანგარიში
2013 წლის 13– 21 აპრილი
ტრენინგის
დასახელება:
მასწავლების
პროფესიული განვითარება.თვითშეფასება.კოლეგების ურთიერთშეფასება.
ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი სსიპ # 2 საჯარო სკოლა
ტრენინგის
ხანგრძივობა:
2 დღე (10
საათი).
ტრენინგის მიზანი და ამოცანები
ტრენინგის მიზნები:
•
მონაწილეებმა
იმსჯელონ და განიხილონ მასწავლებლის პიროვნული დამოკიდებულებები საკუთარი
პროფესიისადმი.
•
გაიაზრონ
საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობა
სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში.
•
განიხილონ
წარმატებული სკოლის მახასიათებლები და პროფესიული განვითარების კომპონენეტის
მნიშვნელობა. განიხილონ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლები და
კომპეტენციები.
•
მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და
მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელების გაცნობა.
•
საკუთარი
გამოცდილების დაკავშირება მასწავლებლის
პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან.
•
გაეცნონ
სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესს და შეადარონ საკუთარ
გამოცდილებას.
პირველი დღე
რეზიუმე:
პირველ დღეს ტრენერმა დაგვისვა კითხვა:
როგორ მოვიაზრებთ ჩვენს
პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში?
ყველამ ჩვენი
აზრი გამოვთქვით და გავუზიარეთ ერთმანეთს ამ კითხვასთან დაკავშირებით. შემდეგ
მოგვიწია მოკლე დისკუსია
,,მე მასწავლებლი ვარ,მე მასწავლებლად ვმუშაობ .
} მასწავლებლობა
თქვენთვის სამსახურია თუ პროფესია?
} მასწავლებლობა
თქვენთვის ვალდებულებების შესრულებაა, სამსახურთან დაკავშირებით, თუ პიროვნული
თვითრეალიზაცია?
} რა
ღირებულებები არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
} ემთხვევა
თქვენი ღირებულებები თქვენი სამსახურის ღირებულებებს?
} რა არის
„სკოლის“ ღირებულებები?
} რომელ
პროგრამულ თუ სხვა ტიპის დოკუმენტებშია ჩვენი განათლების ღირებულები გაწერილი?
} როგორ
მოვიაზრებთ ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში?
ტრენერმა გაგვაცნო ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებები:
} ქვეყნის
ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ
} საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება:
} ბუნებრივი
გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
} ტექნოლოგიური
თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება
და ანალიზი:
} დამოუკიდებლად
ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება:
} იყოს
შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
} საკუთარი
შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური
რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
} კომუნიკაცია
ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
} იყოს
კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
თუ როგორ საგანმანათლებლო
კონცეფციას ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა
} პიროვნების
განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას.
} კვლევებმა,
მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის
კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც
თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და
მოთხოვნებს უპასუხებს.
} პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო
პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი
განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი.
} შედეგზე
ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ
დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად
გარდაქმნას.
მოვისმინე თუ როგორია
ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი .
გვესაუბრა
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე.
მოვისმინეთ ჯეკი თერნბულის
პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი.
ასევე მოვისმინეთ ის ღირებულებები, რომელიც არ არის გაწერილი ოფიციალურ
დოკუმენტებში...
მან ხაზი გაუსვა აღზრდის ძირითად ტრაგედიას და მიგვანიშნა, აუცილებელია მოსწავლეთა
ინდივიდუალურ თავისებურებებს და სურვილების გათვალისწინება და არა საკუთარი მოტივებით ხელმძღვანელობა.
შემდეგ განვიხილეთ წარმატებული სკოლის ძირითადი მახასიათებლები.
წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. წარმატებული სკოლის მიზანი
მოსწავლეების მაღალი მიღწევებია,სამი მიმართულების გათვალისწინებით: აკადემიური საქმიანობა,
სასწავლო გარემო და ეფექტიანობა.განვიხილეთ თვითოეული ცალ– ცალკე.
ვუპასუხეთ კითხვებს:
} რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ მასწავლებლს?
} რა კომპტენციებს უნდა ფლობდეს?
მასწავლებლის კომპეტენციები (სფეროები)
} განვითარების თეორიები
} სწავლის თეორიები
} სასწავლო გარემო
} მოტივაცია და კომუნიკაცია
} სასწავლო პროცესი
} შეფასების მეთოდები
} სწავლების სტრატეგია და
მეთოდები
} კოლეგებთან ურთიერთობა
} თვითშეფასება და პროფესიულ
განვითარებაზე ზრუნვა
სამართლებრივი აქტების ცოდნა
ტრენერმა დაწვრილებით ახსნა თუ რა აქტივობები უნდა შეფასდეს მასწავლებლების
კომპეტენციების დასადგენად, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები.
მეორე დღე
პროფესიული განვითარება
აქაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი აზრი კითხვებზე :
} როგორ წარმოგიდგენიათ პროფესიული განვითარების პროცესი სკოლის ბაზაზე?
} როგორ წარმოგიდეგნიათ მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების
გეგმა?
} როგორ შევუწყოთ ხელი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას?
ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მასწავლებლის დონეზე მიღებული
გადაწყვეტილებები სწავლების სტრატეგიების, კლასის მართვისა და სასწავლო პროგრამის
თაობაზე. ამიტომ ყველაზე სწრაფი დადებითი
გავლენა მოსწავლეების შედეგებზე სკოლამ სწორედ მასწავლებლების პროფესიონალიზმის
ამაღლების საშუალებით შეიძლება მოახდინოს.
გაგვაცნო სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფორმები.
ყურადღება გამახვილდა მუდმივად საჭიროებების კვლევაზე, და შემდგომი
აქტივობების დაგეგმვაზე. კოლეგებთან თანამშრომლობაზე, კოლეგების გამოცდილების
გაზიარებაზე. ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე.
გაგვაცნო მასწავლებლის პროფესიული
განვითარების და კარიერული ზრდის
სქემა.
სქემა.
სქემაში ჩართული
მასწავლებლის პორტფოლიო
} პორტფოლიოში წარმოდგენლია სქემაში ჩართული მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის საუკეთესო ნიმუშები, თვითშეფასება და რეფლექსია;
} მოსწავლეთა მიღწევების,
პროფესიული განვითარების, კრედიტების დაგროვების
აქტივობების დამადასტურებელი და აკადემიური საქმიანობების
ამსახველი დოკუმენტაცია.
პორტფოლიო წარმოდგენილია ელექტრონული სახით სქემაში ჩართული
მასწავლებლების საინფორმაციო სისტემაში.
გვესაუბრა კრედიტზე, როგორც აკადემიური და პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების პირობითი ერთეულზე.
ატესტაცია – კატეგორიების მინიჭებაზე. სერტიფიცირებული მასწავლებლის
კატეგორიებზე და
ატესტაციის პროცესზე.
ტრეინინგის ბოლოს გაგვაცნო იმ აქტივობათა ჩამონათვალი, რომელთა
განხორციელეით შევძლებთ კრედიტების დაგროვებას და კარიერულ ზრდას.
ტრენინგის მეთოდოლოგია:
·
აქტივობები: აქტიური ლექცია, გონებრივი
იერიში, პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა.
·
ტრენინგის
ორგანიზების ფორმები - ჯგუფური, ინდივიდუალური.
ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება
ტრენინგზე
განხილული საკითხები მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემთვის. გავეცანი ყველა იმ აქტივობებს, რომელთა
განხორციელებითაც მივაღწევ პროფესიულ ზრდას. ეს აქტივობები დამეხმარება კრედიტების
დაგროვებაში და კარიერულ წინსვლაში.
სსიპ ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის
მათემატიკის
მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე
8.04.
2013წ.
6 ივლისი (შაბათი) 2013
11:00
-14:00 ტრენინგი - „Edmodo - ვირტუალური საკლასო ოთახი” პირველი დღე.
7 ივლისი (კვირა) 2013
11:00 -14:00 ტრენინგი - „Edmodo - ვირტუალური
საკლასო ოთახი” მეორე დღე.
ანგარიში
2013 წლის 8 ივლისი
ტრენინგის
დასახელება:
ვირტუალური
საკლასო ოთახი „ედმოდო“
ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის
ჩატარების ადგილი: მასწავლებელთა სახლი
ტრენინგის
ხანგრძივობა:
2 დღე (6
საათი).
ტრენინგის მიზანი და ამოცანები
·
მიზანი:
”ვირტუალური
საკლასო ოთახი edmodo” -ს შედეგად მასწავლებლები შევძლებთ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით
მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებას და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას.
·
ამოცანები:
პირველიდღე
მუდმივი რესურსი:
კომპიუტერები, პორექტორი, ინტერნეტი.
სესია
|
დრო
|
წარდგენა დ აგაცნობა
|
10წთ
|
მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა
|
10წთ
|
ტრენინგის
მიზნები, მისაღწევი
შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები, და წესები. საორგანიზაციო საკითხები
|
10წთ
|
რა არის ედმოდო? სოციალური
ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის
|
30წთ
|
30წთ
|
|
სიმულაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში. როლური თამაში: ტრენერი
მასწავლებელის ხოლო
მასწავლებლები მოსწავლეების როლში
|
30წთ
|
დებრიფინგი - ვირტუალური
საკლასო ოთახი, როგორც
ეფექტური ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების
პროცესში.
|
10წთ
|
25წთ
|
|
საშინაო დავალება
|
15წთ
|
შეჯამება, დღის დახურვა
|
10წთ
|
მეორე დღე
მუდმივი რესურსი:
კომპიუტერები, პორექტორი, ინტერნეტი.
სესია
|
დრო
|
მისალმება, წინადღის განხილავა
|
10 წთ
|
ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა დ ადაცული სოციალური სივრცე განათლებისათვის
|
10 წთ
|
საშინაო
დავალების განხილვა
|
10 წთ
|
პრაქტიკული
სამუშაო საგნობრივ ჯგუფებში
|
30 წთ
|
ჯგუფების პრეზენტაცია-პრაქტიკული მუშაობა როლური თამაში
|
50 წთ
|
გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები
|
15 წთ
|
D-GP-IP
ედმოდოს სერვისების
გამოყენება
|
20 წთ
|
პრაქტიკული მუშაობა
|
20 წთ
|
ტრენინგ-დღის დახურვა. შეფასების ბარათების შევსება
|
15 წთ
|
ტრენინგის მეთოდოლოგია:
·
აქტივობები: აქტიური ლექცია, გონებრივი
იერიში, დემოსტრირება-მართულიპრაქტიკა-დამოუკიდებელი
ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა.
·
ტრენინგის
ორგანიზების ფორმები - ჯგუფური, ინდივიდუალური.
რეზიუმე
·
წარდგენა, გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა
·
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები, და წესები. საორგანიზაციო საკითხები
ტრენერმა
წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები
ტრენინგი ”ვირტუალური საკლასო ოთახი edmodo” -ს შედეგად შევძლებ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით
მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებას და
კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას, ასევე შვძლებ ვირტუალური საკლასო ოთახის
გამოყენებით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
·
გონებრივი იერიში:
რა არის სოციალური ქსელი
და რომელ სოციალურ ქსელში ხართ რეგისტირებული?
რა დადებითი და უარყოფითი
მხარები აქვს სოციალურ ქსელს(Facebook,Twitter და ა.შ.)?
ტრენერი სლაიდების საშუალებით (MS PowerPoint) აკეთებს პრეზენტაცაის „რა
არის ედმოდო“
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ტრენერმა დასვა შეკითხვა:
თქვენი
აზრით, სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით რა უპირატესობა გააჩნია ედმოდოს?
რამდენად წარმოგიდგენიათ მისი დახმარებით
სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა.
ტრენერი აჯამებს მოსმენილ აზრებს
ტრენერმა
ისაუბრა:
Edmodo ეს
არის უფასო
საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი
მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის .
Edmodo- ს საშუალებით
შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა
ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს
კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.
მასწავლებელი
ქმნის ჯგუფებს კლასების მიხედვით და
იწვევს მოსწავლეებს. იგი მთლიანად მართავს ჯგუფს.
გამორიცხულია ქსელის გამოყენება
არასასწავლო მიზნებისთვის.
Edmodo -ს
მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ტესტების შესაქმნელი მოქნილი
სისტემა. მასწავლებელი ქმნის ტესტებს,
უგზავნის მოსწავლეებს. როგორც კი მოსწავლე შეასრულებს ტესტურ დავალებას
მასწავლებლის ნიშნების ჟურნალში მაშინვე
აისახება მოსწავლის შედეგი.
მასწავლებელი აერთიანებს ჯგუფში მოსწავლის მშობელს,
რომელიც მხოლოდ თავისი შვილის შედეგებს ხედავს და ამყარებს კომუნკაციას მხოლოდ მასწავლებეთან
Edmodo-ს მარტივი
ინტერფეისი, ნაცნობი გარემო (სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო
მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების
მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო
ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, ტესტები, გაეცნონ პრეზენტაციებს, მიიღონ ჯილდოები.
პირველი დღე
·
მასწავლებელთა რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო
ოთახში http://edmodo.com/ ტრენერმა გვაჩვენა, თუ როგორ უნდა მოხდეს
რეგისტრაცია http://edmodo.com/–ზე.
ტრეინინგის
ტრენერის დახმარებით შევავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გავერთიანდით
ედმოდოს საგანმანათლებლო სოციალურ ქსელში.
·
სიმულაცია
ვირტუალურ საკლასო ოთახში. როლური თამაში: ტრენერი მასწავლებელის ხოლო
მასწავლებლები მოსწავლეების როლში
მასწავლებელი
პროექტორის საშუალებით ახდენს დემონსტრირებას, თუ როგორ იქმნება ტესტი, უგზავნის
ჯგუფს და სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ ტესტი.
მოსწავლეები
თავის გვერდზე ნახულობენ ტესტს და ავსებენ.
ტრენერი პროექტორით აჩვენებს თითოეული
მოსწავლის მიერ შესრულებული ტესტის შედეგებს.
·
დებრიფინგი - ვირტუალური საკლასო ოთახი, როგორც ეფექტური
ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების
პროცესში.
მინი-დისკუსია „ედმოდო“, როგორც ეფექტური სასწავლო
ინსტრუმენტი.
ვიმუშავეთ
კომპიუტერებთან დამოუკიდებლად, შევქმენით ტესტები და გაუგზავნეთ ერთმანეთს,
შევამოწმეთ ერთმანეთის ტესტები და გავაკეთეთ კომენტარები.
·
საშინაო
დავალება, შეჯამება, დღის დახურვა
შევაჯამეთ
ჩატარებული სამუშაო და მივიღეთ საშინაო დავალება
მეორე დღე
·
მისალმება, წინადღის განხილავა
და საშინაო
დავალების განხილვა
მეორე სესიის
დაწყებისთანავე განვიხილეთ წინა დღის მუშაობა და დავსვით შეკითხვები, გავაკეთეთ
ერთმანეთის ტესტები, შევასწორეთ და დაურთეთ კომენტარები).
·
ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა და დაცული სოციალური სივრცე განათლებისათვის
ვისწავლეთ
ü ჯგუფის
მართვა,
ü პროფილის
მომართვა
ü ბიბლოთეკაში
ფაილების ატვირთვა
ü ტესტების
შექმნა ბიბლიოთეკის გამოყენებით
ü ბმულები
ტესტში
ü გამოკითხვის
შექმნა
ü დავალებების
გაგზავნა მოსწავლეებთან
ü მშობლის
რეგისტრაცია
ü ჯილდოების
მინიჭება მოსწავლეებზე
ü პატრა
ჯგუფების შექმნა
ü შეტყობინებების
გაფილტვრა.
·
პრაქტიკული სამუშაო საგნობრივ ჯგუფებში
პროფესიული
განვითარების ხელშეწყობის მიზნით
შევქმენით საგნობრივი ტესტები და გავუგზავნეთ
ერთამნეთს, შევასრულეთ ტესტები და ვნახეთ მიღებული შედეგები.
წარუდგინეთ
ერთმანეთს ჯგუფებში გადაგზავნილი მასალა (ტესტები, შეტყობინებები, სურათებიდა ა.
შ)
·
გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში
შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები, D-GP-IP ედმოდოს სერვისების გამოყენება
ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა რეკომენდაციები
უსაფრთხო მუშაობისთვის:
·
შექმენით თქვენი
„პროფილი“ Edmodo-ზე;
·
შექმენით ჯგუფები და მოიწვიეთ მოსწავლეები ;
·
მოსწავლეების შემოერთების შემდეგ დახურეთ ჯგუფი
·
განახორციელეთ
ჯგუფის წევრების მონიტორინგი
·
გამოიყენეთ
სტატუსი “მხოლოდ კითხვისთვის”
·
გამოაქვეყნეთ მასალები, პრეზენტაციები, ტესტები და გაუზიარეთ მოსწავლეებს.
·
პრაქტიკული მუშაობა
·
ტრენინგ-დღის დახურვა.
ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება
ტრენინგზე
განხილული საკითხები მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემთვის.
ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან ერთად
საგანმანათლებლოს სოციალურ ქსელში „ედმოდო“ . აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს ტრენინგზე მიღებულ უნარ-ჩვევებს.
სსიპ
ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის
მათემატიკის
მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე
26 სექტემბერი (ხუთშაბათი) 2013წ
15:00 – 18:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისათვის:
- „ისტ-ის გამოყენება
მათემატიკის გაკვეთილზე: GeoGebra - I ნაწილი“ პირველი
დღე
27 სექტემბერი (პარასკევი)
2013წ
15:00 – 18:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისათვის:
- „ისტ-ის გამოყენება
მათემატიკის გაკვეთილზე: GeoGebra - II ნაწილი“ მეორე
დღე
28 სექტემბერი (შაბათი) 2013წ
10:00 – 13:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისათვის:
- „ისტ-ის გამოყენება
მათემატიკის
გაკვეთილზე: ელექტრონული ცხრილები“ მესამე დღე
ანგარიში
თარიღი: 2013 წლის 26-27-28 სექტემბერი
ტრენინგის
დასახელება:
·
„ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე: GeoGebra
- I ნაწილი“ [ 3 სთ]
·
„ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე: GeoGebra
- II ნაწილი“[ 3სთ]
·
„ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე:
ელექტრონული ცხრილები“ [3 სთ]
ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო).
ტრენერი: ზ. გიუნაშვილი
ტრენინგის
ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი.
მასწავლებელთა სახლი
ტრენინგის
ხანგრძივობა: 3 დღე (9
საათი).
ტრენინგის მიზანი და ამოცანები : ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის სწავლის პროცესის ხელის შეწყობა,
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. დახმარება მათემატიკური ცნებებისა და
პროცედურების უკეთ გააზრებაში.
პირველი დღე
·
რეზიუმე: ტრენერმა ურთიერთგაცნობის შემდეგ გაგვაცნო პირველ დღეს
განსახილველი საკითხები. გვასწავლა GeoGebra–ს გადმოწერა ინტერნეტიდან და სამუშაო
მაგიდაზე პროგრამის გაშვება.გვესაუბრა ამ
პროგრამის შესახებ. მისი გამოყენება
სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს მათემატიკის სწავლის პროცესს, რადგან ამაღლებს
მოსწავლეთა მოტივაციას და დაეხმარება მათ მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების
უკეთ გააზრებაში. გარდა იმისა რომ ამ პროგრამაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სასწავლო
რესურსების შექმნა, ასევე შეგვიძლია
სასწავლო პროცესში გამოვიყენოთ GeoGebraWiki – უფასო მასალები.
ტრენერმა გაგვაცნო მომხმარებლის ინტერფეისი .
·
გადაადგილება– ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო;
·
ხელსაწყოების ზოლი –მონათესავე ხელსაწყოების ჯგუფები;
·
დახმარება– არჩეული ხელსაწყოსათვის;
·
შეტანის ველი;
·
დახმარება შეტანის დროს;
·
ალგებრის ნაწილი ;
·
ხელსაწყოების ზოლი;
·
გრაფიკული ნაწილი ;
·
ელექტრონული ცხრილი .
განვიხილეთ პრაქტიკული
მაგალითები: ნახაზის გადატანა დოკუმენტში; გავეცანით კონტექსტური მენიუს;
ვისწავლეთ ობიექტის მორგება, და
ვიმუშავეთ ობიექტის დიზაინზე.
განვიხილეთ მაგალითი: აქტივობა – პარაბოლას აგება
(I - ავაგოთ პარაბოლას ინტერაქტიული გრაფიკი)
(I - ავაგოთ პარაბოლას ინტერაქტიული გრაფიკი)
აღვწერეთ:
n შეტანის ველში შევიტანეთ
ბრძანება
¨ a=1
¨ f(x) = a x^2
n გამოჩნდა პარაბოლას გრაფიკი f(x) = x2
n ალგებრის ფანჯარაში a=1 - ზე მარჯვენა ღილაკის დაჭერის შემდეგ ავირჩიეთ “Show Object”
n ობიექტის
გადასაადგილებლად გამოვიყენეთ
მეორე აქტივობით ავაგეთ რომბი; მართკუთხედი; დავასაბუთეთ პითაგორას თეორემა და
დავითვალეთ სამკუთხედის ფართობი.
მეორე დღევიმუშავეთ სტერეომეტრიაზე: ვისწავლეთ ბეტა ვერსიის გადმოწერა შემდეგი მისამართიდან http://www.geogebra.org/forum/viewtopic.php?f=52&t=19846გავეცანით ახალ ხელსაწყოებს
წრეწირი სივრცეში
ზედაპირების თანაკვეთა
სიბრტყესთან დაკავშირებული ხელსაწყოების ჯგუფები
მრავალწახნაგები
სფეროსთან დაკავშირებული ხელსაწყოების ჯგუფი
წერტილის აგება შესაძლებელია მისი სამი კოორდინატის
საშუალებით
ვექტორის აგება შესაძლებელია მისი ბოლოს სამი კოორდინატის
საშუალებით (იგულისხმება რომ მისი სათავე ემთხვევა კოორდინატთა სათავეს):
ახალი ობიექტების
ზედაპირი. მაგ., , ან .
სიბრტყე. მაგ.,
.
პირამიდა, პრიზმა, სფერო, ცილინდრი, კონუსი.
გავეცანით სამგანზომილებიან სამუშაო არეს.
ხელსაწყოთა ამავე ჯგუფშია სცენის ბრუნვის ხელსაწყო.
ბრუნვა ასევე შესაძლებელია თაგვის მარჯვენა ღილაკით.
ისევე როგორც ორგანზომილებიანი სცენის შემთხვევაში,
შესაძლებელია სცენის გადიდება-შემცირება, თაგვის გორგოლას ან მიახლოება-დაშორების
ხელსაწყოთი.
შესაძლებელია საკოორდინატო ღერძების, ბადის და საყრდენი
სიბრტყის () დამალვა-გამოჩენა
გავეცანით იმ მათემატიკურ ფაქტებს რომელთა ცოდნა
აუცილებელია სტერეომეტრიის ამოცანების ამოსახსნელად.
ტრეინინგზე წარმოდგენილი იყო ის მასალა, რომლის
გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სტერეომეტრიული ამოცანის ამოხსნისას, რომლის
შინაარსი არ სცდება სასკოლო მათემატიკის ფარგლებს.
პარალელობა
სივრცეში
1.
წრფისა
და სიბრტყის პარალელობის ნიშანი. თუ წრფე პარალელურია სიბრტყის რომელიმე წრფის, მაშინ იგი ამ სიბრტყის
პარალელურია.
2.
თუ
წრფე სიბრტყის პარალელურია და მასზე გამავალი სიბრტყე კვეთს
სიბრტყეს, მაშინ და წრფეები ერთმანეთის პარალელურია.
3.
თუ
და წრფეები ერთმანეთის პარალელურია, ხოლო წრფეზე გამავალი სიბრტყე კვეთს წრფეზე გამავალ სიბრტყეს, მაშინ ამ ორი სიბრტყის თანაკვეთის
წრფე პარალელურია როგორც წრფის, ასევე წრფის.
4.
სიბრტყეთა
პარალელობის ნიშანი. თუ ერთ სიბრტყეში მდებარე ორი ურთიერთთანამკვეთი წრფე
პარალელურია მეორე სიბრტყეში მდებარე ორი ურთიერთთანამკვეთი წრფის, მაშინ ეს ორი
სიბრტყე ერთმანეთის პარალელურია.
5.
თუ
ორი პარალელური სიბრტყე იკვეთება მესამე სიბრტყით, მაშინ თანაკვეთის წრფეები
ერთმანეთის პარალელურია.
6.
პარალელური
წრფეების მონაკვეთები, რომლებიც მოქცეულია პარალელურ სიბრტყეებს შორის, ერთმანეთის
ტოლია.
7.
ტეტრაედრის
მედიანების თვისება. ტეტრაედრის მედიანა ეწოდება ამ ტეტრაედრის წვეროსა და ამ
წვეროს მოპირდაპირე წახნაგის მედიანების გადაკვეთის წერტილის შემაერთებელ
მონაკვეთს. ტეტრაედრის მედიანები ერთ წერტილში იკვეთება და გადაკვეთის წერტილით
იყოფა შეფარდებით 3:1 (წვეროს მხრიდან).
8.
პარალელეპიპედის დიაგონალი გადის სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილზე და ამ წერტილით
იყოფა შეფარდებით 1:2 (წერტილის მხრიდან).
9.
პირამიდის
კვეთა იმ სიბრტყით, რომელიც ამ პირამიდის ფუძის პარალელურია, არის მრავალკუთხედი,
რომელიც ფუძის მრავალკუთხედის მსგავსია.
აცდენილი
წრფეები
10.
წრფეების
აცდენილობის ნიშანი.თუ წრფე მდებარეობს
სიბრტყეში, ხოლო წრფე ამ სიბრტყეს გადაკვეთს წერტილში, რომელიც არ
მდებარეობს წრფეზე, მაშინ და აცდენილი წრფეებია.
11.
აცდენილი
წრფეების წყვილზე გადის პარალელური სიბრტყეების ერთი და მხოლოდ ერთი წყვილი.
მესამე დღე
გავეცანით ელექტრონული ცხრილებს. ავაგეთ
ცხრილები
განვიხილეთ კამათელის
100 –ჯერ გაგორების მაგალითი. ერთი კამათელის შემთხვევა, ორი კამათელის
შემთხვევა.განვიხილეთ შემთხვევითი მოვლენის სიმულაცია . ამ აქტივობაში
დავაკვირდით და შევისწავლეთ შემთხვევითი მოვლენასთან დაკავშირებულ
სხვადასხვა ცნება მონეტის აგდების, კამათლის გაგორების სიმულაციის
გამოყენებით. შემთხვევითი ხდომილება,
დამოუკიდებელი ხდომილებები, ხდომილებეთა სივრცე, თეორიული და ემპირიული ალბათობა.
ექსპერიმენტის შედეგების
პროგნოზირება, ჰიპოთეზის შემოწმება, თეორიული და ემპირიული ალბათობების შედეგების
შედარება.
ტრენინგის მეთოდოლოგია:
·
აქტივობები: აქტიური
ლექცია, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, პრაქტიკული
მეცადინეობა.
·
ტრენინგის ორგანიზების
ფორმები - წყვილებში, ინდივიდუალური.
ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება :
ტრენინგზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი
სიახლე იყო ჩემთვის. გავეცანი ყველა იმ
აქტივობებს, რომელთა განხორციელებითაც გავზრდი მოსწავლეთა მოტივაციას მივაღწევ და
მრავალფეროვანს გავხდი სასწავლო პროცესს. კათედრაზე გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს. მიღებული გამოცდილება
დამეხმარება კრედიტების დაგროვებაში და კარიერულ წინსვლაში.
სსიპ
ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე
12.
10.
2013წ.
19–20 .10
2013წწ. 126 სკოლა 10 სთ
პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება და პროექტზე დაფუძნებული სწავლება მათემატიკაში
მოსწავლეთა შეფასება და მისი გამოყენება მათემატიკის
სწავლებისას.
ანგარიში
2013 წლის 19–20 ოქტომბერი
ტრენინგის დასახელება:
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული
განვითარება:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი სსიპ # 126
საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძივობა:
2 დღე (10 საათი).
ტრენინგის
მიზანი და ამოცანები
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მათემატიკაში.მაღალი დონის კოგნიტური უნა-რების განვითარება.
მიზანია, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ დაიმახსოვრონ მზა ფაქტები, არამედ შეძლონ პრობლემების
გადაჭრის დროს მათი არსებული ცოდნის გამოყენება და ახალი საჭირო ფაქტების და ცოდნის
მოძიება (ცოდნის კონსტრუირება).
I დღე
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და პროექტზე
დაფუძნებული სწავლება მათემატიკაში
I სესია
1.
წარდგენა და მონაწილეთა გაცნობა [5 წთ]
2.
I დღის
სამუშაო გეგმის გაცნობა [5 წთ]
3.
პრეზენტაცია
: ზოგადი მიმოხილვა -
რა არის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება? [20 წთ]
4.
საკითხავი მასალის შესავალი - მონაწილეები დამოუკიდებლად
ეცნობიან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს, რომელიც უფრო დეტალურადაა აღწერილი
საკითხავი მასალის შესავალში. [10 წთ]
5.
I დავალების
ნიმუშის წარდგენა და გარჩევა [30 წთ]
6.
შედეგის გავრცობა: საუკეთესო მისადაგების წრფე - თეორიული
მასალის განხილვა: მონაწილეები დამოუკიდებლად ეცნობიან საკითხავ მასალაში შესაბამის
პარაგრაფს („შედეგის გავრცობა: როგორ შევადაროთ მონაცემები და ვიწინასწარმეტყველოთ
მომავალი“), რის შემდეგაც მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე [40 წთ]
7.
ჯგუფებში მუშაობა: II დავალების ნიმუშის წარდგენა და დამოუკიდებლად გარჩევა:
მონაწილეები იყოფიან 4-5 წევრიან ჯგუფებად დამოუკიდებლად მუშაობენ ამ დავალებაზე
(„სატელეფონო კომპანიის ტარიფების შედარება“) [30 წთ]
8.
ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია
[20 წთ]
9. დარჩენილი
დავალებების მიმოხილვა [10 წთ}
10. სესიებს შორის შესვენება
II სესია
1.
პრეზენტაცია:
ზოგადი მიმოხილვა -
რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება? [30 წთ]
2.
I პროექტის ნიმუშის წარდგენა
და გარჩევა [30 წთ]
3.
მონაწილეთა მიერ პროექტების
იდეების გენერირება და მათზე მუშაობა [30 წთ]
4.
ჯგუფების მიერ საკუთარი
ნამუშევრების პრეზენტაცია [20 წთ]
5.
II პროექტის
ნიმუშის წარდგენა და დამოუკიდებლად გარჩევა [20 წთ]
რეზიუმე:
ურთიერთგაცნობის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგით განსახილველი საკითხები. პრეზენტაციით , ზოგადად მიმოიხილა
,თუ რა არის პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება? დამოუკიდებლად გავეცანით საკითხავ
მასალაში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს:
·
პრობლემაზე
დაფუძნებული სწავლების დროს ხდება მასწავლებლისა და მოსწავლის როლების გადანაწილება:
·
მოსწავლეზე
გადადის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ცოდნის შეძენის პრო-ცესში
·
იზრდება
მოსწავლის მოტივაცია და თვითშეფასება
·
მასწავლებელი
ხდება სასწავლო გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ცოდნის შეძენაში,
შეფასებაში და რესურსების მოძიებაში.
·
პრობლემების
გადაჭრის ციკლი შედგება შემდეგი
ეტაპებისგან,
·
პრობლემის
მოძებნა და განსაზღვრა
·
პრობლემის
ჩამოყალიბება და წარმოდგენა
·
პრობლემის
შესახებ ინფორმაციისა და რესურესების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება
·
შესაძლო
ალტერნატივების ან გადაჭრის ხერხების გენერირება;
·
პრობლემის
გადაჭრის სტრატეგიების შერჩევა
·
შერჩეული
სტრატეგიის განხორციელება და პროგრესზე დაკვირვება
·
შედეგების
შემოწმება და შეფასება
ადამიანის სხეულის მასა
(კგ)
|
სტანდარტული დოზა (მგ)
|
მაქსიმალური დოზა (მგ)
|
40
|
40
|
66
|
45
|
45
|
75
|
50
|
50
|
83
|
54
|
55
|
91
|
59
|
60
|
100
|
64
|
65
|
108
|
69
|
70
|
119
|
74
|
75
|
125
|
79
|
80
|
133
|
84
|
85
|
141
|
შემდეგ
განვიხილეთ პირველი დავალება: 1. სამედიცინო პრეპარატის დოზის განსაზღვრა.
ერთერთი სამედიცინო პრეპარატის ინსტრუქციაში
მოცემულია ამ სამედიცინო პრეპარატის დოზების ადამიანის სხეულის მასასთან შესაბამისობის
ცხრილი, რომელსაც ასეთი სახე აქვს :
ისმება შეკითხვა: წამლის რა დოზის მიღება შეუძლია პაციენტს, რომლის მასაა 105 კილოგრამი.
განვიხილეთ
პრობლემის
გადაჭრის
საფეხურები: განვავრცეთ, ვისაუბრეთ საუკეთესო მისადაგების წრფეზე
, შევადარეთ და ვიწინასწარმეტყელეთ მომავალი.
ვიმსჯელეთ
, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფშია შესაძლებელი ამ სახის დავალების მიცემა. მართალია
მისადაგების წრფის ცნება შემოდის მხოლოდ XII
კლასში, მაგრამ წერტილების გამოსახვა საკოორდინატო
სიბრტყეზე და დამოკიდებულების გამოსახვა გრაფიკულად იციან VII კლასშიც.ამ ამოცანაში
მონაცემები ისეა შერჩეული, რომ წერტილების განლაგება ახლოსაა წრფივთან, თუმცა
წრფივი არ არის. ამიტომ მოსწავლეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი წრფის არჩევა
ჯობს.
შემდეგ დავიყავით
ჯგუფებად და მეორე დავალების შესრულება დავიწყეთ. დავალება სატელეფონო კომპანიის
ტარიფების შედარებას ეხებოდა. პრეზენტაციის
შემდეგ მიმოვიხილეთ დარჩენილი დავალებები.
შესვენების შემდეგ,
მოვისმინეთ პრეზენტაცია: ტრენერმა ზოგადად მიმოიხილა - რა არის პროექტზე დაფუძნებული
სწავლება?
გავააქტიურეთ ცოდნა ჩვენი განხორციელებული
პროექტების შესახებ. გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება პროექტების შესახებ. გავეცანით
კარგად გააზრებული სასწავლო პროექტის სასურველ მახასიათებლებს.
განვიხილეთ საკითხავ მასალაში განხილული პირველი პროექტის მაგალითი და გავარჩიეთ.
პროექტის ნიმუში 1
საგანი: მათემატიკა
ტიპი: ინტეგრირებული – სამოქალაქო აღზრდა
სწავლების საფეხური: საბაზო: მე–8–ე კლასი
თემა: სასკოლო
ავტობუსის ოპტიმალურიმარშუტის დადგენა.
შემდეგ დავყავით ჯგუფებად, შევარჩიეთ პროექტის თემა და დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბეთ მისი
განხორციელების გეგმა. წარვადგინეთ საკუთარი
ნამუშევრების პრეზენტაცია .
დამოუკიდებლადგავარჩიეთ
II პროექტის ნიმუში.
პროექტის ნიმუში 2
ბანკომატის დამზადება
ამოცანა: საჭიროა დავამზადოთ ბანკომატი (ფულის გასაცემი მოწყობილობა). გარდა მისი გამართულად მუშაობისა, ძირითადი მოთხოვნაა, რომ მან დახრჯოს მასში ჩალაგებული ბანკნოტების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო გახდება მისი ხშირად შევსება. მაგ., დარჩა მხოლოდ 20 ლარიანი და 50 ლარიანი ბანკნოტები, მაშინ 30 ლარის გაცემა შეუძლებელი იქნება.
მეორე დღე
მოსწავლეთა შეფასება და მისი გამოყენება
მათემატიკის სწავლებისას.
I სესია. ტესტის შექმნის პრინციპები
1.
ტრენინგის სამუშაო გეგმის გაცნობა [10 წთ]
2.
I პრეზენტაცია
და დისკუსია: ტესტური
დავალებების შექმნის ზოგადი პრინციპები
[30 წთ]
3.
მონაწილეების მიერ ტესტური დავალებების დამოუკიდებლად
შედგენა [30 წთ]
4.
ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა და დისკუსია
[30 წთ]
5.
II პრეზენტაცია
და დისკუსია: ტესტის
დიზაინის პრინციპები [50 წთ]
სესიებს
შორის შესვენება
II სესია
1.
II პრეზენტაციის
გაგრძელება და დისკუსია [30 წთ]
2.
ჯგუფებში მუშაობა: ტესტური დავალებების დამოუკიდებლად შექმნა [30 წთ]
3.
პრეზენტაციის
მსვლელობისას, პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა მასში წარმოდგენილი ნიმუშების შესახებ.
4.
ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია
[20 წთ]
5.
დისკუსია: როგორ განვსაზღვროთ დავალების სირთულის დონე
[30 წთ]
6.
ჯგუფებში მუშაობა: სირთულის დონეების ჩამოყალიბება
[20 წთ]
7.
ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია
[10 წთ]
8. ტესტის
სპეციფიკაციის ნიმუშის გაცნობა [10 წთ]
ძირითადად საუბარი იყო ტესტური დავალების შედგენის ტექნიკურ მხარეზე:
რა ხარვეზები შეიძლება ქონდეს დავალებას, როგორ შევადგინოთ დავალება, რომელსაც ექნება
გამართული ტექსტი, შეკითხვა და დისტრაქტორები, რა გავლენას ახდენს დისტრაქტორები რაოდენობა
ტესტის ეფექტიანობაზე და ა.შ..
ტესტური დავალების შექმნის ზოგადი
პრინციპები
•ერთობლიობაში
შემავალი თითოეული დავალება დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ერთობლიობის სხვა დავალებებისაგან.
•ყოველთვის
უნდა გვახსოვდეს დავალების მიზანი და დანიშნულება.
•დავალების
სირთულე დამოკიდებული უნდა იყოს თვით ცნების ან იდეის სირთულეზე
•უნდა ვერიდოთ ისეთ
დავალებებს, რომლებიც
დაკავშირებულია საგნის ბუნდოვან ან სტანდარტსმიღმა საკითხებთან.
პრეზენტაციის
მსვლელობისას ვპასუხობდით შეკითხვებს იმ ნიმუშების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილი
იყო პრეზენტაციის მასალაში. ტესტებში იყო ხარვეზები და ჩვენ ეს ხარვეზები უნდა
გამოგვეცნო.
ვიმუშავეთ
დამოუკიდებლად ჯგუფებში , შევადგინეთ ტესტური დავალებები და ჯგუფებმა წარვადგინეთ საკუთარი ნამუშევრები. ვისაუბრეთ ტესტის დიზაინზე.
II სესია
სესია გაგრძელდა ჯგუფების მიერ საკუთარი
ნამუშევრების პრეზენტაციით და
დისკუსიით, როგორ განვსაზღვროთ დავალების სირთულის დონე.
ტესტურ
ი დავალებების შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პარამეტრები: სასწავლო
გეგმის რომელ შედეგთანაა დაკავშირებული დავალება, რომელ კონკრეტულ კომპეტენციას
ამოწმებს ეს დავალება, რომელი ტიპისაა დავალება (ღია / დახურული).
ტრენინგის
მეთოდოლოგია:
·
აქტივობები: აქტიური ლექცია, გონებრივი
იერიში, პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა პრაქტიკული მეცადინეობა.
·
ტრენინგის ორგანიზების ფორმები - ჯგუფური, ინდივიდუალური.
·
ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
·
ტრენინგზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი სიახლე
იყო ჩემთვის. გავეცანი ყველა იმ აქტივობებს,
რომელთა განხორციელებითაც მივაღწევ პროფესიულ ზრდას. ეს აქტივობები დამეხმარება კრედიტების
დაგროვებაში და კარიერულ წინსვლაში. ტრეინინგზე შეძენილ ცოდნას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.
სსიპ ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე
No comments:
Post a Comment